phone-icon
(+995) 593 11 90 10
(+995) 599 27 00 49

ბლოგი

რას აკეთებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და რატომ სჭირდება ის თქვენს ბიზნესს?

რას აკეთებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

სარჩევი

მიიღეთ უფასო პირველადი კონსულტაცია
დაგვიკავშირდით

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი არის პირი, რომელიც სამუშაო ადგილზე ავლენს რისკებს, გეგმავს პრევენციულ ღონისძიებებს და აკონტროლებს უსაფრთხოების სტანდარტებს. მისი მთავარი ამოცანაა თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვა, საწარმოო ტრავმებისა თუ პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება და კომპანიის საქმიანობის შრომის უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ძირითადი მოვალეობები

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი პირველ რიგში პასუხისმგებელია რისკების შეფასებაზე. ეს პროცესი გულისხმობს სამუშაო გარემოს დეტალურ ანალიზს, საფრთხეების იდენტიფიცირებას და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვას. სპეციალისტი ადგენს დოკუმენტს, სადაც აღწერილია ყველა შესაძლო რისკი და მათი თავიდან აცილების გზები. ეს დოკუმენტი შეიძლება ითქვას, რომ არის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც კომპანიას უბედური შემთხვევებისა და ფინანსური ზარალისგან იცავს.

მეორე მნიშვნელოვანი მოვალეობა არის თანამშრომელთა ინსტრუქტაჟი. სპეციალისტი რეგულარულად ატარებს ტრენინგებს, სადაც პერსონალი სწავლობს სამუშაო ადგილზე უსაფრთხო ქცევის წესებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების სწორ გამოყენებას და კრიზისულ სიტუაციებში რეაგირების სტრატეგიებს. 

გარდა ამისა, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი პასუხისმგებელია ევაკუაციის გეგმის რეგულარულ მონიტორინგსა და ინციდენტების დეტალურ მოკვლევაზე. ყოველი შემთხვევა საფუძვლიანად განიხილება, რათა ზუსტად დადგინდეს მისი მიზეზები და შემუშავდეს პრევენციული ნაბიჯები, რომლებიც მომავალში მსგავსი პრობლემების თავიდან აცილებას უზრუნველყოფს.

შრომის უსაფრთხოება და კანონმდებლობის მოთხოვნა: ვალდებულია თუ არა თქვენი კომპანია ჰყავდეს სპეციალისტი?

საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, შრომის უსაფრთხოება სავალდებულო სტანდარტია. კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ ეკონომიკური საქმიანობის ყველა სუბიექტს, სადაც დასაქმებულია 20 ან მეტი თანამშრომელი, აუცილებელია ჰყავდეს მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს, კომპანიამ უნდა შექმნას შრომის უსაფრთხოების სამსახური, რომელიც პროცესებს მუდმივ რეჟიმში გააკონტროლებს.

მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ მაღალი რისკის შემცველი ინდუსტრიებისთვის მოთხოვნები კიდევ უფრო მკაცრია. სპეციფიკური სამუშაო გარემოდან გამომდინარე, კვალიფიციური კადრის ყოლა აქ პირველივე დღიდან კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენს. სახელმწიფო ინსპექცია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ასეთ ობიექტებს და რეგულარულად ამოწმებს, რამდენად პასუხობს კომპანიის შიდა სტანდარტები უსაფრთხოების ნორმებს.

სერტიფიცირებული კადრის გარეშე მუშაობა არა მხოლოდ სამართლებრივ საფრთხეს ქმნის, არამედ სერიოზულ დარტყმას აყენებს ბიზნესის რეპუტაციასაც. კანონმდებლობა ითვალისწინებს სოლიდურ სანქციებს, რამაც შესაძლოა საწარმოო პროცესის სრულ გაჩერებამდეც კი მიგიყვანოთ. სწორედ ამიტომ, საშუალო და მსხვილი ბიზნესის მენეჯერებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს სექტორის სპეციფიკის სიღრმისეული ცოდნა და ობიექტზე უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტის უზრუნველყოფა.

,,გერგილი’’ – უსაფრთხოების მართვის სრული ციკლი და პროფესიული მხარდაჭერა

„გერგილი’’ ბაზარზე პოზიციონირებს როგორც გუნდი, რომელიც ბიზნესს უსაფრთხოების მართვის თანამედროვე და მოქნილ მოდელებს სთავაზობს. ჩვენ, როგორც შრომის უსაფრთხოების კომპანია, მიზნად ვისახავთ, მფლობელებს, მენეჯერებსა და რიგით თანამშრომლებს რეალურად დაცული სამუშაო გარემო შევუქმნათ. ჩვენი სპეციალისტები არიან პრაქტიკოსები, რომლებსაც რთულ ობიექტებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.

როდესაც პროცესში „გერგილი’’ ერთვება, თქვენი ბიზნესი იმატებს არა ერთ შტატიან თანამშრომელს, არამედ ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალს საკანონმდებლო ცვლილებებს. ჩვენ მზად ვართ, სრულად ჩავანაცვლოთ შიდა სპეციალისტი ან გავხდეთ თქვენი არსებული კადრის საიმედო საყრდენი რთული ტექნიკური ამოცანების გადაჭრისას.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მრავალწლიანი გამოცდილება რესურსების სწორად განაწილებისა და სტანდარტების ინდივიდუალურად მორგების საშუალებას გვაძლევს. სხვადასხვა სექტორის სპეციფიკის ცოდნა კი ისეთი სისტემის დანერგვაში გვეხმარება, რომელიც წარმოების ტემპს არ შეაფერხებს. 

 

რატომ არის ,,აუთსორსინგი’’ საუკეთესო გამოსავალი?

სწორედ ზემოთ ხსენებული კომპლექსური მიდგომა და გამოცდილება აქცევს ,,აუთსორსინგს’’ ბიზნესისთვის ყველაზე ეფექტურ გადაწყვეტილებად. შტატიანი სპეციალისტისგან განსხვავებით,  ე.წ. ,,აუთსორს’’ მომსახურება საშუალებას გაძლევთ, მიიღოთ უმაღლესი კვალიფიკაციის სერვისი მხოლოდ იმ დოზით, რაც რეალურად გჭირდებათ.

გარდა ეკონომიურობისა, ,,აუთსორსინგი’’ პროცესის უწყვეტობასაც უზრუნველყოფს. პროფესიონალური გუნდის მხარდაჭერით, ბიზნესი აღარ არის დამოკიდებული ერთი ადამიანის შვებულებაზე ან ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. „გერგილი’’ მუდმივად ხელმისაწვდომია და ნებისმიერ კრიზისულ სიტუაციაში მყისიერად რეაგირებს. 

ამასთანავე, გარე პარტნიორი კომპანიაში ობიექტურ, მიუკერძოებელ ხედვას ამკვიდრებს. უკვე არსებულმა თანამშრომელმა, რომელიც გარემოს შეჩვეულია, შესაძლოა ვეღარ შეამჩნიოს ის კრიტიკული ხარვეზები, რომლებიც საფრთხეს შეიცავს. დამოუკიდებელი კონტროლი და პროფესიონალების მიერ ხელახლა ჩატარებული რისკების შეფასება კი იმის გარანტიაა, რომ სამუშაო პროცესი მუდამ უმაღლეს სტანდარტებს უპასუხებს.

შრომის უსაფრთხოება, როგორც სტრატეგიული ინვესტიცია

მცდარია მოსაზრება, თითქოს შრომის უსაფრთხოება ბიზნესისთვის მხოლოდ დამატებითი ხარჯი და კანონმდებლობით დაკისრებული ტვირთია. პირიქით,  სტატისტიკა აჩვენებს, რომ უსაფრთხოების გამართული სისტემა საოპერაციო ხარჯების დაზოგვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა. ნებისმიერი საწარმოო ინციდენტი იწვევს ხარჯების ჯაჭვურ რეაქციას: თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზიანებას, სამუშაო პროცესის იძულებით გაჩერებას, ძვირადღირებული ტექნიკის  დაზიანებას და რეპუტაციულ ზარალს. პროფესიონალის მიერ მართული პროცესები კი სწორედ ამ გაუთვალისწინებელი დანაკარგებისგან დაზღვევის საუკეთესო მექანიზმია.

დაცული გარემო პირდაპირ აისახება გუნდის პროდუქტიულობაზეც. როდესაც თანამშრომელი ხედავს, რომ კომპანია მის ჯანმრთელობაზე რეალურად ზრუნავს, საგრძნობლად მცირდება კადრების გადინების შემთხვევები. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საშუალო და მსხვილი ბიზნესისთვის, სადაც გამოცდილი პროფესიონალის დაკარგვა და ახალი კადრის მომზადება დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვს. 

გარდა შიდა პროცესებისა, შრომის უსაფრთხოების მაღალი სტანდარტი ბიზნესს საერთაშორისო ასპარეზზე ახალი შესაძლებლობების კარსაც უხსნის, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მსხვილი დამკვეთები, პარტნიორები და ინვესტორები თანამშრომლობის დაწყებამდე პირველ რიგში უსაფრთხოების ნორმების დამადასტურებელ დოკუმენტაციას ითხოვენ. ამდენად, „გერგილის’’ მიერ დანერგილი სტანდარტები გეხმარებათ არა მხოლოდ ჯარიმების თავიდან არიდებაში, არამედ ბაზარზე სანდო იმიჯის დამკვიდრებაში.

ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

შესაძლებელია თუ არა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის მოვალეობა სხვა თანამშრომელმა შეითავსოს?

ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომელს გავლილი აქვს აკრედიტებული სასწავლო კურსი და ფლობს შესაბამის სერტიფიკატს, თუმცა პრაქტიკაში ასეთი გადაწყვეტილება ხშირად ეფექტური არ არის. ზოგიერთ სექტორში (მაგალითად: მშენებლობა, წარმოება, ენერგეტიკა) უსაფრთხოების საკითხები იმდენად კომპლექსურია, რომ დამატებითი მოვალეობების შეთავსება თანამშრომელს ზედმეტად ტვირთავს და ზრდის შეცდომების ალბათობას. ამიტომ, რეკომენდებულია სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის დანიშვნა, რომელიც უსაფრთხოების პროცესებზე სრულად იქნება კონცენტრირებული.

რა განსხვავებაა შიდა სპეციალისტსა და გარე მომსახურებას შორის?

გარე მომსახურება, ანუ ის, რასაც შრომის უსაფრთხოების კომპანია ,,გერგილი’’ გთავაზობთ, არის მზა სისტემა და კოლექტიური გამოცდილება ერთი შტატიანი ერთეულის ნაცვლად. შიდა სპეციალისტი ნიშნავს მუდმივ სახელფასო და ადმინისტრაციულ ხარჯს, „გერგილთან’’  კი იხდით მხოლოდ რეალურ მომსახურებაში და იღებთ გარანტირებულ შედეგს.

რა რისკებს შეიცავს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის გარეშე მუშაობა? 

ჯარიმები საკმაოდ სოლიდურია და დამოკიდებულია კომპანიის წლიურ ბრუნვასა და ზომაზე, თუმცა ფულად ჯარიმაზე მეტად მთავარი რისკი მაინც საწარმოო პროცესის იძულებითი შეჩერებაა. შრომის ინსპექციას აქვს უფლება, მომენტალურად, კრიტიკული ხარვეზების აღმოფხვრამდე, შეაჩეროს ობიექტზე მუშაობა. ბიზნესისთვის ეს ნიშნავს ჩავარდნილ ვადებს, შეუსრულებელ კონტრაქტებს და უზარმაზარ ზარალს, რაც ხშირად თავად ჯარიმის ოდენობას რამდენჯერმე აღემატება. ამას ემატება რეპუტაციული დარტყმაც: კომპანია, რომლის ობიექტიც უსაფრთხოების ნორმების გამო დაიხურა, კარგავს ნდობას როგორც პარტნიორებთან, ისე ინვესტორებთან.

უკანასკნელი პოსტები