ESG სისტემის დანერგვა კომპანიას ეხმარება გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების ეფექტიან მართვაში, ბიზნესრისკების შემცირებასა და გრძელვადიანი განვითარების უზრუნველყოფაში.
მდგრადობის პრინციპების საქმიანობაში ინტეგრირებით კომპანიები აუმჯობესებენ რესურსების გამოყენებას, ამცირებენ გარემოზე ზემოქმედებას, აძლიერებენ სოციალურ პასუხისმგებლობას და ზრდიან დაინტერესებული მხარეების ნდობას.
დაიწყეთ მდგრადი განვითარების გზა „გერგილთან“ ერთად.
ჩვენი მომსახურება მოიცავს
ESG სისტემის დანერგვა და სტრატეგიის შემუშავება
ვიწყებთ იქიდან, სად ხართ დღეს. “გერგილი” აფასებს თქვენი კომპანიის მიმდინარე ESG მდგომარეობას, ავლენს რისკებს, ხარვეზებს და განსაზღვრავს გაუმჯობესების გზებს.
შეფასების შედეგებზე დაყრდნობით ვქმნით ESG სტრატეგიას, განვსაზღვრავთ მიზნებსა და KPI-ებს და ვადგენთ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი მიმართულების გასაძლიერებლად.
შედეგად იღებთ მკაფიო სურათს არსებულ მდგომარეობასა და კონკრეტულ გზას ESG მიზნების მისაღწევად.
ESG ანგარიშგება
ვამზადებთ გამჭირვალე ანგარიშს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეყრდნობა და ინვესტორებთან თუ პარტნიორებთან თქვენს ნდობას აძლიერებს.
ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებზე (მაგ. GRI, ESRS) დაფუძნებით მზადდება და მოიცავს:
- ESG მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
- გამჭირვალე და სტანდარტებთან შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
- საერთაშორისო სტანდარტების (GRI, ESRS) მიხედვით ანგარიშგება;
- გავლენის შეფასება და პროგრესის მონიტორინგი;
- გამჭირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველჰყოფა.
ESG ტრენინგები და ცნობიერების ამაღლება
ვამზადებთსისტემა მაშინ მუშაობს, როცა მას გუნდი იზიარებს. ვამაღლებთ თანამშრომელთა და მენეჯმენტის ცნობიერებასა და ჩართულობას ESG მიმართულებით.
ტრენინგები მორგებულია კომპანიის საქმიანობის სპეციფიკაზე, ESG მიზნებსა და თანამშრომელთა ფუნქციებზე. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები იღებენ როგორც თეორიულ ცოდნას, ისე პრაქტიკულ ინსტრუმენტებს ESG საკითხების უკეთ გასაგებად და სამუშაო პროცესებში გამოსაყენებლად.
- ESG ძირითადი პრინციპების ტრენინგები;
- შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის ტრენინგები;
- თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდალ
- პრაქტიკული ქეისების განხილვა;
- კომპანიის ESG მიზნებისა და პოლიტიკის თანამშრომლებისთვის გაცნობას;
- თანამშრომელთა ჩართულობისა და ESG პასუხისმგებლობის გაძლიერებას;
- კორპორაციული მართვისა და ეთიკური ბიზნესპრაქტიკის საკითხებს;
- შრომის უსაფრთხოებისა და თანამშრომელთა კეთილდღეობის მიმართულებებს.
გარემოსდაცვითი მიმართულება
ჩვენ გეხმარებით, შეამციროთ თქვენი საქმიანობის კვალი გარემოზე და რესურსები პასუხისმგებლიანად მართოთ. „გერგილი” გარემოსდაცვით მაჩვენებლებს გაზომვად, მართვად სისტემად აქცევს, ენერგიის მოხმარებიდან ემისიების კონტროლამდე.
გარემოსდაცვითი მიმართულება ფოკუსირდება ზემოქმედების მინიმიზაციასა და რესურსების ეფექტიან გამოყენებაზე. ჩვენი მუშაობა მოიცავს:
- რესურსების ეფექტიანი მართვა: ენერგიის, წყლისა და მასალების მოხმარების ოპტიმიზაცია ხარჯებისა და ზემოქმედების შესამცირებლად;
- ემისიების კონტროლი: CO₂ ემისიების შემცირება და კლიმატის ცვლილების რისკებთან გამკლავების გეგმა;
- ნარჩენების მართვა: ნარჩენების შემცირება, ხელახლა გამოყენება და გადამუშავება;
- ბიომრავალფეროვნების დაცვა: ეკოსისტემებზე ზემოქმედების შეფასება და შერბილება;
- შესაბამისობა: გარემოსდაცვითი კანონმდებლობისა და სტანდარტების დაცვა.
შედეგად ამცირებთ გარემოსდაცვით რისკებს და ამავდროულად ზოგავთ რესურსს, რაც უშუალოდ აისახება ოპერაციულ ხარჯებზე.
სოციალური მიმართულება
ადამიანები ბიზნესის მთავარი აქტივია. „გერგილი” გეხმარებათ, შექმნათ უსაფრთხო, სამართლიანი და ჩართული სამუშაო გარემო და პოზიტიური კავშირი ააგოთ პროექტში ჩართულ თემებთან.
სოციალური მიმართულება ეხება იმას, თუ როგორ ექცევა კომპანია თანამშრომლებს, პარტნიორებსა და საზოგადოებას. ის მოიცავს:
- ჯანმრთელობა და უსაფრთხოება: სამუშაო ადგილის უსაფრთხოებისა და თანამშრომელთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა;
- თანასწორობა: გენდერული ბალანსისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობა;
- ადამიანის უფლებები: სამართლიანი შრომითი პრაქტიკის დანერგვა და დაცვა;
- თემებთან ურთიერთობა: ადგილობრივი საზოგადოებების ჩართულობა და გაძლიერება;
- განვითარება: თანამშრომელთა უნარების ზრდა და საერთო ღირებულების ფორმირება.
ძლიერი სოციალური პრაქტიკა ზრდის თანამშრომელთა მოტივაციასა და ლოიალობას და აძლიერებს კომპანიის რეპუტაციას პარტნიორებთან და საზოგადოებაში.
მმართველობითი მიმართულება
ნდობა გამჭვირვალობით შენდება. „გერგილი” გეხმარებათ, დანერგოთ მკაფიო მმართველობის სტრუქტურა, ეთიკური სტანდარტები და ანგარიშვალდებულების კულტურა ყველა დონეზე.
მმართველობითი მიმართულება განსაზღვრავს, თუ როგორ იღებს კომპანია გადაწყვეტილებებს და აკონტროლებს საკუთარ პროცესებს. ის მოიცავს:
- მმართველობის სტრუქტურა: გამართული მართვისა და ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბება;
- ბიზნესეთიკა: ეთიკური ქცევის ნორმებისა და ანტიკორუფციული მიდგომების დანერგვა;
- გამჭვირვალობა: გამჭვირვალე ანგარიშგება და ინფორმაციის დროული გამჟღავნება;
- რისკებისა და შესაბამისობის მართვა: რისკების იდენტიფიცირება და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- მონაცემთა დაცვა: ინფორმაციის უსაფრთხოება და დაინტერესებულ მხარეთა ნდობის შენარჩუნება.
მყარი მმართველობა ამცირებს სამართლებრივ და რეპუტაციულ რისკებს და კომპანიას ინვესტორებისა და პარტნიორებისთვის უფრო სანდოს ხდის.
მმართველობითი მიმართულება განსაზღვრავს, თუ როგორ იღებს კომპანია გადაწყვეტილებებს და აკონტროლებს საკუთარ პროცესებს. ის მოიცავს:
- მმართველობის სტრუქტურა: გამართული მართვისა და ზედამხედველობის სისტემის ჩამოყალიბება;
- ბიზნესეთიკა: ეთიკური ქცევის ნორმებისა და ანტიკორუფციული მიდგომების დანერგვა;
- გამჭვირვალობა: გამჭვირვალე ანგარიშგება და ინფორმაციის დროული გამჟღავნება;
- რისკებისა და შესაბამისობის მართვა: რისკების იდენტიფიცირება და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
- მონაცემთა დაცვა: ინფორმაციის უსაფრთხოება და დაინტერესებულ მხარეთა ნდობის შენარჩუნება.
მყარი მმართველობა ამცირებს სამართლებრივ და რეპუტაციულ რისკებს და კომპანიას ინვესტორებისა და პარტნიორებისთვის უფრო სანდოს ხდის.
პარტნიორი კომპანიები












































სასარგებლო ინფორმაცია
რა არის ESG და რას ნიშნავს ის ქართული ბიზნესისთვის
მარტივად რომ ვთქვათ, ESG არის ჩარჩო, რომლითაც ფასდება, როგორ მართავს...
მეტის ნახვაგარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი: რომელ ბიზნესს სჭირდება სკრინინგი, სკოპინგი და გარემოსდაცვითი ნებართვა
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი განსაზღვრავს, რომელი საქმიანობა საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას...
მეტის ნახვაგარემოს დაბინძურების მიზეზები და გადაჭრის გზები
გარემოს დაბინძურების მიზეზები მრავალფეროვანია, სამრეწველო ნარჩენებიდან დაწყებული, ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების...
მეტის ნახვანარჩენების დახარისხება და გადამუშავება – სტრატეგიული სვლა კომპანიებისთვის
ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებში ხშირად გვავიწყდება, რომ ყველაზე მარტივი ცვლილებები შეიძლება...
მეტის ნახვანარჩენების გადამუშავება საქართველოში: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები
ნარჩენების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მათი გადამუშავების მაჩვენებელი კვლავ...
მეტის ნახვაინოვაციური იდეები: ნარჩენების გადამუშავება და მეორადი გამოყენება ბიზნესში
დღეს, როდესაც გარემოსდაცვითი გამოწვევები უფრო და უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს,...
მეტის ნახვანარჩენების მართვა საქართველოში: საერთო პასუხისმგებლობა საერთო სივრცისთვის
თბილისის ქუჩებში დილის საათებში დასუფთავების მანქანების ხმაურს ყველა შეჩვეულია, მაგრამ...
მეტის ნახვაპლასტმასის გადამუშავება – მნიშვნელოვანი ნაბიჯი გარემოს დაცვისთვის
ℹ️ მნიშვნელოვანი შენიშვნა: გერგილი პლასტმასის გადამამუშავებელი ან მიმღები კომპანია არ...
მეტის ნახვაროგორ შევამციროთ დაბინძურება: პრაქტიკული გზები ჯანსაღი მომავლისთვის
დილით ფანჯრის გაღებისას ხშირად სუფთა ჰაერის ნაცვლად, მტვრისა და ტრანსპორტის...
მეტის ნახვა








