კომპანია "გერგილი" გეხმარებათ გარემოსდაცვითი მოთხოვნების ეფექტურად მართვაში - საჭირო დოკუმენტაციის მომზადებიდან გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე. ჩვენ ვამარტივებთ პროცესს, ვამცირებთ ადმინისტრაციულ დატვირთვას და გეხმარებით პროექტის შეუფერხებლად განხორციელებაში.

მიიღეთ უფასო პირველადი კონსულტაცია
დაგვიკავშირდით

ჩვენი მომსახურება მოიცავს

სკრინინგი, სკოპინგი და გარემოსდაცვითი ზემოქმედების შეფასების (EIA) მომზადება

გერგილი”თქვენ ქმნით პროექტს – გარემოსდაცვით პროცესებს ჩვენ ვმართავთ. “გერგილი” უზრუნველჰყოფს სკრინინგის, სკოპინგისა და გზშ (EIA)-ის მომზადებას და პროექტის შესაბამისობას ადგილობრივ და საერთაშორისო მოთხოვნებთან.
ნაკლები ბიუროკრატია, მეტი სისწრაფე და სრული შესაბამისობა.

ნებისმიერი საქმიანობის დაწყებამდე კრიტიკულად მნიშვნელოვანია გარემოზე ზემოქმედების სწორი შეფასება. ჩვენი გუნდი სრულად მართავს ამ პროცესს, რომელიც მოიცავს:

სკრინინგის ანგარიშს: დგინდება, საჭიროებს თუ არა თქვენი პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას;

სკოპინგის ანგარიშს: განისაზღვრება იმ კვლევების ფარგლები, რომლებიც გზშ-ს ანგარიშისთვისაა აუცილებელი;

გზშ (გარემოზე ზემოქმედების შეფასება): მზადდება კომპლექსური დოკუმენტი, რომელიც აანალიზებს პროექტის ყველა შესაძლო გავლენას გარემოზე და ადგენს უარყოფითი ეფექტების პრევენციისა და რისკების მართვის გზებს.

ჩვენი გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, დოკუმენტაცია მაქსიმალურად მოკლე ვადებში მოვამზადოთ. ეს გეხმარებათ, რომ საქმიანობის გასაგრძელებლად საჭირო ოფიციალური თანხმობები დროულად მიიღოთ.

გარემოსდაცვითი სამართლებრივი მომსახურება

თქვენ მართავთ ბიზნესს – სამართლებრივ და გარემოსდაცვით რისკებს ჩვენ ვაკონტროლებთ. “გერგილი” უზრუნველჰყოფს თქვენი საქმიანობის შესაბამისობის მუდმივ შეფასებას, ხელს უწყობს სამართლებრივი ხარვეზებისა და ფინანსური სანქციების პრევენციას და თქვენს ინტერესებს გარემოსდაცვით საკითხებში. 
ნაკლები რისკი, მეტი დაცულობა და სრული შესაბამისობა.

სახელმწიფო კონტროლის გამკაცრება ბიზნესისგან გარემოსდაცვითი ვალდებულებების უწყვეტ მონიტორინგს მოითხოვს. ჩვენი სამართლებრივი მხარდაჭერა გითავისუფლებთ დროს და გაზღვევთ იმ შეცდომებისგან, რომლებიც ხშირად მძიმე ჯარიმების მიზეზი ხდება. მომსახურება მოიცავს:

გარემოსდაცვითი აუდიტი: დეტალურად ვამოწმებთ თქვენს ობიექტს, ვავლენთ კანონმდებლობასთან შეუსაბამობებს და გაწვდით კონკრეტულ გეგმას მათ აღმოსაფხვრელად, რათა ნებისმიერ შემოწმებას მომზადებული შეხვდეთ;

პირობების შესრულების კონტროლი: ვაკვირდებით, რომ ნებართვით გათვალისწინებული მოთხოვნები სრულად შესრულდეს.

რისკების პრევენცია: სამუშაო პროცესებში ვნერგავთ პრაქტიკულ მიდგომებს, რომლებიც გარემოზე შესაძლო ზემოქმედებას ამცირებს და რესურსების ეფექტურ გამოყენებას უწყობს ხელს.

სამართლებრივი მხარდაჭერა: ვიცავთ თქვენს ინტერესებს გარემოსდაცვით სამართლებრივ დავებში.

„გერგილი’’ თქვენი საიმედო პარტნიორია იმ პროცესებში, სადაც კანონმდებლობის ცოდნა და სახელმწიფო უწყებებთან სწორი კომუნიკაცია ბიზნესის შეუფერხებელი მუშაობის მთავარი პირობაა.

ფონური კვლევები

თქვენ იღებთ გადაწყვეტილბებს – ჩვენ გაწვდით ზუსტ მონაცემებს.  “გერგილი” ატარებს საველე და სოციალურ-ეკონომიკურ კვლევებს, რომლებიც პროექტის დაწყებამდე გაძლევთ გარემოს არსებული მდგომარეობის სრულ სურათს და საშუალებას გაძლევთ, წინასაწარ შეაფასოთ როგორც მოსალოდნელი გარემოსდაცვითი, ასევე პოტენციური სოციალური ზემოქმედება.
ნაკლები გაურკვევლობა, ნაკლები რისკი და პროგნოზირებადი პროცესი.

ნებისმიერი პროექტის დაგეგმვისას ობიექტის რეალური მდგომარეობის ცოდნა კრიტიკულია. ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების შეფასებისთვის საჭირო ყველა ტიპის საველე კვლევას:

ბიომრავალფეროვნება და კრიტიკული ჰაბიტატები: ტერიტორიის ფლორისა და ფაუნის შესწავლა, ეკოსისტემების იდენტიფიცირება და გარემოსდაცვის კუთხით, მგრძნობიარე ზონების გამოვლენა, აუცილებელია რისკების სწორად შეფასებისა და რეგულაციებთან შესაბამისობისთვის.

ხელფრთიანები (ღამურები): პოპულაციების მონიტორინგი თანამედროვე აპარატურით – კვლევა, რომელიც ხშირად სავალდებულოა ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში ნებართვების მისაღებად.

ტყის რესურსები: ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეების აღრიცხვა და შეფასება, რაც აუცილებელია მიწის სტატუსის შესაცვლელად და საქმიანობის კანონიერად დასაწყებად.

ფიზიკური ფაქტორები: ხმაურის, ჰაერის ხარისხის, ვიბრაციისა და ნიადაგის კვლევები საწყისი გარემოსდაცვითი მდგომარეობის დასადგენად და შემდგომი ზემოქმედების სწორად შესაფასებლად.

ამ კვლევების შედეგად მიღებული ზუსტი მონაცემები საშუალებას მოგცემთ, წინასწარ განსაზღვროთ პროექტის სპეციფიკური საჭიროებები და თავიდან აირიდოთ პროცედურული შეფერხებები ნებისმიერ ეტაპზე.

გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემის (ESMS) უზრუნველყოფა

თქვენ ავითარებთ ბიზნესს – ჩვენ გარემოსდაცვით მართვას მის ბუნებრივ ნაწილად ვაქცევთ. “გერგილი” ISO 14001-ის პრინციპებზე დაფუძნებული ESMS მართვის სისტემის დანერგვაში გეხმარებათ, მათ შორის დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გეგმის მომზადებაში (SEP), რათა ეფექტურად მართოთ რესურსები, შეამციროთ რისკები და გააძლიეროთ თქვენი ბიზნესის სანდოობა. 
მეტი ეფექტურობა, ნაკლები რისკი და გრძელვადიანი ღირებულება.

მართვის სისტემების დანერგვა ნიშნავს ქაოსური პროცესების ჩანაცვლებას მკაფიო, გაწერილი წესებით. ჩვენ ვაყალიბებთ სამუშაო გეგმას, რომელიც მორგებულია თქვენი საქმიანობის სპეციფიკაზე და პასუხობს ISO 14001 სტანდარტის მოთხოვნებს:

ნარჩენების მართვა: ნარჩენების დახარისხების, შენახვისა და გატანის ოპტიმალური სისტემის შექმნა ხარჯებისა და გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად;

დაბინძურების კონტროლი: პრაქტიკული გეგმები ემისიებისა და დაბინძურების პოტენციური წყაროების მართვისთვის.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება: მოქმედების მკაფიო ინსტრუქციები კრიზისული შემთხვევებისთვის, რათა პერსონალი იყოს მუდმივად მომზადებული, ხოლო ზიანი -მინიმალური.

ხმაურისა და ვიბრაციის მართვა: ვზომავთ და ვაკონტროლებთ ხმაურისა და ვიბრაციის მაჩვენებლებს, რათა ისინი დასაშვებ ნორმებში დარჩეს და საქმიანობა შეუფერხებლად წარიმართოს.

მართვის გამართული სისტემა არა მხოლოდ კანონმდებლობასთან თანხვედრის, არამედ რესურსების ეფექტური გამოყენებისა და ოპერაციული რისკების დაზღვევის საუკეთესო ინსტრუმენტია.

გარემოსდაცვით საკითხებზე დამატებითი დოკუმენტაციის მომზადება

ჩვენ ვამზადებთ ნებისმიერი სირთულის გარემოსდაცვით პროექტსა და ანგარიშს, რომელიც აუცილებელია თქვენი საქმიანობის ლეგალიზაციისთვის. „გერგილი’’ თქვენ ნაცვლად აგვარებს დოკუმენტირების ყველა ეტაპს – დანაგვიანების პრევენციიდან კლიმატის ცვლილების შეფასებამდე.

არსებობს სპეციფიკური საქმიანობები, რომლებიც სტანდარტული ნებართვების გარდა, დამატებით კვლევებსა და პროექტებს მოითხოვს. ჩვენი გუნდი ამზადებს ყველა საჭირო დოკუმენტს:

ჰაერისა და წყლის დაცვის ნორმატივები (ზდგ/ზდჩ): ატმოსფერული გაფრქვევებისა და ჩამდინარე წყლების ზღვრული ნორმების გათვლა, რაც აუცილებელია საწარმოო პროცესების კანონიერად მართვისთვის.

სტრატეგიული შეფასება (სგშ): მასშტაბური გეგმებისა და პროგრამების გარემოსდაცვითი ანალიზი ადრეულ ეტაპზევე;

საბადოების მართვა და რეკულტივაცია: ფუჭი ქანების სანაყაროების მოწყობისა და ტერიტორიის პირვანდელი სახით აღდგენის პროექტები;

ზემოქმედების სპეციფიკური შეფასებები: კლიმატის ცვლილებისა და ზურმუხტის ქსელის ზემოქმედების ანგარიშები, რომლებიც საერთაშორისო და ადგილობრივი მოთხოვნების ნაწილია;

რესურსების აღრიცხვა: ხე-ტყის აღრიცხვისა და ყველა საჭირო თანმხლები დოკუმენტაციის მოწესრიგება.

თითოეული დოკუმენტი მზადდება მოქმედი სტანდარტებისა და მეთოდოლოგიების ზუსტი დაცვით, რაც მაქსიმალურად ამცირებს შენიშვნების მიღების რისკს საექსპერტო განხილვებისას.

გარემოსდაცვითი ტრენინგები და ინსტრუქტაჟები

ჩვენთქვენ ქმნით ძლიერ გუნდს – ჩვენ გეხმარებით გარემოსდაცვითი სტანდარტების პრაქტიკის გამოყენებაში. “გერგილი”-ს პრაქტიკული ტრენინგები დასაქმებულებს აძლევს ცოდნასა და უნარებს, რათა გარემოსდაცვითი მოთხოვნები ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში სწორად და ეფექტიანად დაინერგოს.
ნაკლები შეცდომა, მეტი პასუხისმგებლობა და მაღალი სტანდარტები ყოველდღიურ საქმიანობაში.

პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება საუკეთესო გზაა სამუშაო პროცესების გასამარტივებლად. ჩვენი ინსტრუქტაჟები გეხმარებათ, რომ გუნდმა ნებისმიერი გარემოსდაცვითი მოთხოვნა დამოუკიდებლად და ხარისხიანად შეასრულოს.

ტრენინგების პროგრამა მოიცავს ყველა იმ კრიტიკულ მიმართულებას, რომელიც აუცილებელია გამართული ოპერირებისთვის:

შეფასებისა და მონიტორინგის პრინციპები: როგორ ფასდება გარემოზე ზემოქმედება და რატომ არის მონიტორინგი პროცესის განუყოფელი ნაწილი;

პირობების დაცვა: რატომ არის აუცილებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნების უპირობო შესრულება;

ნარჩენების აღრიცხვიანობა: ნარჩენების მართვის ციკლის სწორი დოკუმენტირება, ჯარიმების თავიდან ასაცილებლად.

სამუშაო ობიექტის მოწყობა: როგორ მოვაწყოთ სამშენებლო მოედანი გარემოსდაცვითი მოთხოვნების სრული დაცვით;

აუდიტის მნიშვნელობა: პერსონალის მომზადება შიდა და გარე გარემოსდაცვითი აუდიტებისთვის.

ტრენინგების შედეგად, გარემოსდაცვითი პრინციპები ხდება თქვენი გუნდის ყოველდღიური მუშაობის სტანდარტი – ეს კი პირდაპირ აისახება ბიზნესის სტაბილურ განვითარებაზე.

ნარჩენების მართვა: ნარჩენების დახარისხების, შენახვისა და გატანის ოპტიმალური სისტემის შექმნა ხარჯებისა და გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად;

დაბინძურების კონტროლი: პრაქტიკული გეგმები ემისიებისა და დაბინძურების პოტენციური წყაროების მართვისთვის.

საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება: მოქმედების მკაფიო ინსტრუქციები კრიზისული შემთხვევებისთვის, რათა პერსონალი იყოს მუდმივად მომზადებული, ხოლო ზიანი -მინიმალური.

ხმაურისა და ვიბრაციის მართვა: ვზომავთ და ვაკონტროლებთ ხმაურისა და ვიბრაციის მაჩვენებლებს, რათა ისინი დასაშვებ ნორმებში დარჩეს და საქმიანობა შეუფერხებლად წარიმართოს.

მართვის გამართული სისტემა არა მხოლოდ კანონმდებლობასთან თანხვედრის, არამედ რესურსების ეფექტური გამოყენებისა და ოპერაციული რისკების დაზღვევის საუკეთესო ინსტრუმენტია.

გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სისტემის მართვა

ჩვენ გეხმარებით, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) პასუხისმგებლობა აქციოთ კონკურენტულ უპირატესობად. „გერგილი’’ აფასებს, ნერგავს და ანგარიშვალდებულად წარმოაჩენს თქვენი კომპანიის ESG მაჩვენებლებს. ეს კი, აუცილებელია ბანკების დაფინანსებული პროექტების, საერთაშორისო კონტრაქტებისა და სახელმწიფო ტენდერებისთვის.

ESG სისტემის მართვა სცდება ცალკეული სტანდარტის დანერგვას. ის ერთიან, გაზომვად სისტემაში აერთიანებს სამ მიმართულებას: გარემოსდაცვითს (ემისიები, ნარჩენები, ენერგია, კლიმატის რისკები), სოციალურს (ადამიანის უფლებები, თანამშრომელთა უსაფრთხოება, ურთიერთობა ადგილობრივ თემებთან) და მმართველობითს (კორპორაციული მართვა, ბიზნეს ეთიკა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და გამჭვირვალობა). ჩვენ ვაფასებთ კომპანიის არსებულ მდგომარეობას, ვადგენთ რისკებსა და ხარვეზებს და ვქმნით გრძელვადიან გეგმას, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენი მომსახურება მოიცავს:

  • ESG აუდიტი და შეფასება: კომპანიის არსებული მდგომარეობის ანალიზი, ESG რისკების იდენტიფიცირება და GAP ანალიზი – რა აკლია სტანდარტებთან სრულ შესაბამისობას;
  • ESG სტრატეგიის შემუშავება: ESG პოლიტიკის შექმნა, გაზომვადი მიზნების განსაზღვრა და 1–3 წლიანი სამოქმედო გეგმის აგება;
  • ESG ანგარიშგება: GRI სტანდარტის მიხედვით წლიური მდგრადი განვითარების ანგარიშის მომზადება და აუდიტი, ინვესტორებისთვის პრეზენტაცია და ვიზუალურად გამართული PDF დოკუმენტი;
  • ESG ტრენინგები და ცნობიერების ამაღლება: მენეჯმენტისა და თანამშრომლების სწავლება და ESG-ის ინტეგრირებული პროგრამები.

გამართული ESG სისტემა აძლიერებს ინვესტორებისა და პარტნიორების ნდობას, ამარტივებს დაფინანსებასა და ტენდერებში მონაწილეობას. ამასთანავე, უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის მდგრად, გრძელვადიან განვითარებას.

პარტნიორი კომპანიები

სასარგებლო ინფორმაცია

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი: რომელ ბიზნესს სჭირდება სკრინინგი, სკოპინგი და გარემოსდაცვითი ნებართვა

გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი განსაზღვრავს, რომელი საქმიანობა საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას...

მეტის ნახვა
გარემოს დაბინძურების მიზეზები

გარემოს დაბინძურების მიზეზები და გადაჭრის გზები 

გარემოს დაბინძურების მიზეზები მრავალფეროვანია, სამრეწველო ნარჩენებიდან დაწყებული, ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების...

მეტის ნახვა
ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება

ნარჩენების დახარისხება და გადამუშავება – სტრატეგიული სვლა კომპანიებისთვის

ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებში ხშირად გვავიწყდება, რომ ყველაზე მარტივი ცვლილებები შეიძლება...

მეტის ნახვა
ნარჩენების გადამუშავება საქართველოში: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები

ნარჩენების გადამუშავება საქართველოში: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები

ნარჩენების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მათი გადამუშავების მაჩვენებელი კვლავ...

მეტის ნახვა
ნარჩენების მართვა საქართველოში: საერთო პასუხისმგებლობა საერთო სივრცისთვის

ნარჩენების მართვა საქართველოში: საერთო პასუხისმგებლობა საერთო სივრცისთვის

თბილისის ქუჩებში დილის საათებში დასუფთავების მანქანების ხმაურს ყველა შეჩვეულია, მაგრამ...

მეტის ნახვა