საკონტაქტო ინფორმაცია
- 593 11 90 10 / 599 27 00 49
- info@gergili.ge
- ქ.თბილისი 0183, ნუცუბიძის ფერდობი მე-II მკ/რ, კვ II, კორ. IV
საკონტაქტო ინფორმაცია

22 წლიანი გამოცდილება

1000 + დასრულებული პროექტი



უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა, აუდიტიდან კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობამდე.

გზშ ანგარიშის მომზადება, ეკოლოგიური აუდიტი და გარემოსდაცვითი მართვის გეგმა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) სისტემის შეფასება და აუდიტი, სტრატეგიის შემუშავება და ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებით (GRI, ESRS).

კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი რესურსების მდგრად მართვას და შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას.
საქართველოში შრომის უსაფრთხოება რეგულირდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით. ეს კანონი განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებებს, დასაქმებულთა უფლებებს, სამუშაო გარემოს რისკების მართვისა და უსაფრთხოების ნორმებს. გარდა ამისა, მოქმედებს მთელი რიგი ტექნიკური რეგლამენტები და დადგენილებები, რომლებიც კონკრეტულ სექტორებს და იქ არსებულ რისკებს ეხება. კომპანია „გერგილი’’ უზრუნველყოფს თქვენი სისტემის სრულ შესაბამისობას ყველა მოქმედ ნორმატიულ აქტთან.
შრომის უსაფრთხოების კანონი ვრცელდება პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ საქმიანობაზე და ყველა ტიპის დამსაქმებელზე საქართველოში, განურჩევლად მათი ზომისა ან სამართლებრივი ფორმისა. შესაბამისად, კანონით განსაზღვრული მოთხოვნები სავალდებულოა:
კანონის მიზანია ყველასთვის ერთიანი სტანდარტის შექმნა, რათა ნებისმიერი სამუშაო სივრცე, იქნება ეს ოფისი, მაღაზია, საამქრო თუ სამშენებლო მოედანი, თანამშრომლებისთვის უსაფრთხო იყოს. „გერგილი” სწორედ ამ სტანდარტების დაკმაყოფილებაში გეხმარებათ და გთავაზობთ შესაბამისი სისტემების დანერგვას, მონიტორინგსა და თანამშრომლების გადამზადებას.
შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა გულისხმობს არა მხოლოდ კანონით მოთხოვნილი წესების ფორმალურ შესრულებას, არამედ ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც რეალურად იცავს ადამიანების ჯანმრთელობას და ამცირებს სამუშაო პროცესში არსებულ რისკებს. ამისთვის კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს:
გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) არის პროცედურა, რომლის მიზანია დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე შესაძლო მნიშვნელოვანი ზემოქმედების გამოვლენა, შესწავლა და შეფასება. გზშ-ის ფარგლებში ფასდება შესაძლო ზემოქმედება, მათ შორის, ჰაერზე, წყალზე, ნიადაგზე, ბიომრავალფეროვნებაზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე კულტურულ მემკვიდრეობაზე.
გზშ სავალდებულოა საქართველოს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის I დანართით განსაზღვრული საქმიანობებისთვის, ხოლო II დანართით განსაზღვრული საქმიანობებისთვის — იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი სკრინინგის შედეგად დადგინდება, რომ საქმიანობა გზშ-ს ექვემდებარება.
გარემოსდაცვითი პროცესი სასურველია პროექტის დაგეგმვის ადრეულ ეტაპზევე დაიწყოს. პირველ ეტაპზე უნდა განისაზღვროს დაგეგმილი საქმიანობის სახე, მასშტაბი, ადგილმდებარეობა და მისი შესაძლო ზემოქმედება გარემოზე, რის შემდეგაც მოწმდება, ექვემდებარება თუ არა საქმიანობა გზშ-ს ან სკრინინგის პროცედურას.
II დანართით გათვალისწინებული საქმიანობებისთვის გზშ-მდე ტარდება სკრინინგი, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ის ჩატარების საჭიროებას. იმ შემთხვევაში, როდესაც საქმიანობა გზშ-ს ექვემდებარება, პროცესი მოიცავს სკოპინგს, გზშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების მონაწილეობას, ექსპერტიზასა და შესაბამის ადმინისტრაციულ პროცედურებს.
სწორად დაგეგმილი გარემოსდაცვითი პროცესი პროექტის ადრეულ ეტაპზე საშუალებას გაძლევთ წინასწარ განსაზღვროთ საჭირო კვლევები და დოკუმენტაცია და თავიდან აიცილოთ პროცესის დროს წარმოქმნილი გაუთვალისწინებელი შეფერხებები.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება არის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი, რომელიც გზშ-ს დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენს.
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მისაღებად, გზშ-ის პროცედურის ფარგლებში მზადდება შესაბამისი დოკუმენტაცია, ტარდება საჭირო კვლევები და მზადდება გზშ-ის ანგარიში. პროცესში გათვალისწინებულია საზოგადოების მონაწილეობა, უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონსულტაციები და ექსპერტიზა. შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ გარემოს ეროვნული სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის ან საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ.
„გერგილი“ მართავს პროცესს თავიდან ბოლომდე — საჭირო დოკუმენტაციისა და კვლევების დაგეგმვიდან გზშ-ის მომზადებასა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესის მხარდაჭერამდე.


















































WhatsApp us