სამუშაო გარემოში არსებული ფიზიკური ფაქტორები პირდაპირ გავლენას ახდენს შრომისუნარიანობასა და უსაფრთხოებაზე. ხშირად, ისეთი უხილავი პრობლემები, როგორიცაა არასწორი განათება, მომატებული ხმაური ან მტვრის კონცენტრაცია, თანამშრომელთა ჯანმრთელობის გაუარესებისა და სახელმწიფო ინსპექციის მხრიდან სანქციების მიზეზი ხდება.
ჩვენი კვლევები მოიცავს:
- ლაბორატორიულ ინსპექტირებას: თანამედროვე აპარატურით განვსაზღვრავთ ხმაურის, ვიბრაციის, განათებისა და მტვრის რეალურ მაჩვენებლებს;
- შესაბამისობის დადგენას: მიღებულ მონაცემებს ვადარებთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ნორმებს;
- ოფიციალურ დოკუმენტირებას: ჩვენ მიერ მომზადებული დასკვნები სრულად ვალიდურია შრომის ინსპექციისთვის და ადასტურებს, რომ თქვენი სამუშაო გარემო უსაფრთხოა.
„გერგილის’’ მიერ მომზადებული ოფიციალური დასკვნა არის მყარი არგუმენტი ნებისმიერი შემოწმებისას, რათა დაადასტუროთ ობიექტზე არსებული პირობების სრული შესაბამისობა დადგენილ სტანდარტებთან.