სახელმწიფო კონტროლი, რომელსაც შრომის ინსპექცია ახორციელებს, ბიზნესისთვის ხშირად ბუნდოვან მოთხოვნებსა და ჯარიმებს უკავშირდება. „გერგილი’’ კი საკუთარ თავზე იმ პროცესების მართვას იღებს, რომლებიც თქვენს კომპანიას სამართლებრივი ხარვეზებისა და ფინანსური სანქციებისგან დაიცავს. ჩვენ მოვაწესრიგებთ თქვენს დოკუმენტაციას, გადავამზადებთ პერსონალს და დავნერგავთ უსაფრთხოების სისტემას ისე, რომ თქვენი ბიზნესი მსგავსი საფრთხის წინაშე არასდროს დადგეს.

მიიღეთ უფასო პირველადი კონსულტაცია
დაგვიკავშირდით

ჩვენი სერვისები

შრომის უსაფრთხოების სრული მომსახურება (აუთსორსინგი)

 თქვენს ობიექტს ჩვენი სერტიფიცირებული სპეციალისტი მართავს. ის ყოველდღიურად აკონტროლებს სამუშაო პროცესსა და საფრთხეებს, რომ თქვენ ამ საკითხებზე დრო და ენერგია აღარ დახარჯოთ.

სამუშაო გარემოს ფიზიკური ფაქტორების გაზომვა

ვზომავთ ხმაურს, განათებას, მტვერს და ვიბრაციას საერთაშორისო სტანდარტებით აკრედიტებული მეთოდებით.  ეს აუცილებელია როგორც თანამშრომელთა ჯანმრთელობისთვის, ისე ინსპექციისთვის ოფიციალური დასკვნის მოსამზადებლად.

რისკების შეფასება

დეტალურად ვამოწმებთ სამუშაო ადგილებს და ვპოულობთ ყველა პოტენციურ საფრთხეს. გაწვდით კონკრეტულ გეგმას, როგორ აიცილოთ თავიდან უბედური შემთხვევები და მოსალოდნელი ფინანსური ზარალი.
 

ISO სისტემის დანერგვა

ვნერგავთ მართვის საერთაშორისო სისტემას (ISO 45001), რაც თქვენს კომპანიას ტენდერებში წარმატებით მონაწილეობასა და პარტნიორებში ნდობის მოპოვებაში ეხმარება. ეს არის თქვენი საიმედოობისა და მაღალი სტანდარტის ოფიციალური დასტური ბაზარზე.

საევაკუაციო გეგმის მომზადება

ვხაზავთ შენობის სპეციფიკაზე მორგებულ საევაკუაციო გეგმებს და ვატარებთ პრაქტიკულ სწავლებებს. შედეგად, თქვენი გუნდი მომზადებულია კრიზისული სიტუაციებისთვის, კომპანია კი სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლობის მოთხოვნებს.
 

პრაქტიკული საევაკუაციო სწავლება

ვატარებთ რეალურ სიმულაციებს, რაც თანამშრომლებს კრიზისულ სიტუაციაში სწორ რეაგირებას ასწავლის. პრაქტიკული გამოცდილება ამცირებს პანიკის რისკს და გარანტიას გაძლევთ, რომ საფრთხის დროს თითოეული ადამიანი წინასწარ განსაზღვრულ მარშრუტს გაჰყვება.

სატრენინგო მომსახურება დასაქმებულთათვის

პერსონალს ვასწავლით საფრთხეების დამოუკიდებლად ამოცნობასა და უსაფრთხო მუშაობის პრაქტიკულ მეთოდებს. მსგავსი ტიპის სწავლება გუნდს ეხმარება ტრავმების თავიდან აცილებაში, რაც თითოეული თანამშრომლის პასუხისმგებლობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ტრენინგ რესურსების ონლაინ პლატფორმა

გთავაზობთ წვდომას ციფრულ სივრცეზე, სადაც თავმოყრილია სასწავლო ვიდეოები, ტესტები და ინსტრუქტაჟები. ეს სისტემა საშუალებას გაძლევთ, ნებისმიერ დროს დისტანციურად გადაამზადოთ როგორც ახალი, ისე ძველი კადრები.
 

კანონმდებლობით მოთხოვნილი სრული დოკუმენტაციის მომზადება

თქვენი კომპანიის ყველა შიდა ინსტრუქციას, ბრძანებასა და ჟურნალს ჩვენ ვაწესრიგებთ. ეს სრულად აზღვევს ბიზნესს სამართლებრივი ხარვეზებისგან და გარანტიას გაძლევთ, რომ სახელმწიფო ინსპექციის ნებისმიერ შემოწმებას სრულყოფილად მომზადებული შეხვდებით.

აუდიტი და კონსულტაცია

ადგილზე ვამოწმებთ თქვენს სამუშაო პროცესებს და ვპოულობთ იმ ხარვეზებს, რომლებსაც შრომის ინსპექცია ყურადღებას აქცევს. ასევე გაწვდით ხარვეზების აღმოფხვრის ზუსტ გეგმას, რათა თქვენი სამუშაო გარემო მოქმედ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში იყოს.
 

პარტნიორი კომპანიები

ხშირად დასმული კითხვები

1. რა არის შრომის უსაფრთხოება?

 შრომის უსაფრთხოება გულისხმობს სისტემას, რომელიც იცავს თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სამუშაო პროცესში. საქართველოში ეს მიმართულება რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით, ხოლო კომპანია „გერგილი“ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

 „გერგილის“ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები ამზადებენ საჭირო დოკუმენტაციას: შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას, გეგმას, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმას და სამუშაო სპეციფიკის შესაბამის პროცედურებს. გუნდი უზრუნველყოფს სისტემის დანერგვას, მართვას და პერიოდულ კონტროლს.

 სიმაღლეზე მუშაობა ითვლება მაღალი რისკის საქმიანობად. გერგილი ატარებს შესაბამის ტრენინგებს, ამზადებს უსაფრთხოების გეგმებს და უზრუნველყოფს დამცავი აღჭურვილობის გამოყენებას, კანონით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად.

 შრომის უსაფრთხოების ტრენინგი მიზნად ისახავს თანამშრომელთა ცოდნის ამაღლებას, იმისთვის, რომ დაიცვან უსაფრთხოების წესები სამუშაო პროცესში და ჰქონდეთ შესაბამისი უნარები, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის. “გერგილი” ატარებს ტრენინგებს თემებზე, როგორიცაა სიმაღლეზე მუშაობა, მძიმე ტვირთის ხელით აწევა და სხვა.

სამშენებლო სექტორში, მნიშვნელოვანია დავიცვათ უსაფრთხოების წესები. სწორედ ამიტომ, ეს სფერო განსაკუთრებულ კონტროლს საჭიროებს. “გერგილის” სერტიფიცირებული სპეციალისტები ახორციელებენ რისკების შეფასებას, ამზადებენ უსაფრთხოების გეგმებს და პერიოდულად ამოწმებენ სამუშაო გარემოს შესაბამისობას ნორმებთან.

სასარგებლო ინფორმაცია

შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა კომპანიებისთვის

შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა საქართველოში: პრაქტიკა, პასუხისმგებლობა, შედეგები

შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა არის ის დოკუმენტი, რომელიც აჩვენებს, რამდენად სისტემურად...

მეტის ნახვა
პირველადი სამედიცინო დახმარება სამუშაო ადგილზე-ტრენინგი

პირველადი სამედიცინო დახმარება სამუშაო ადგილზე: რატომ არის ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი?

კრიზისულ სიტუაციებში, როდესაც საქმე ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ეხება, ყველაზე...

მეტის ნახვა
რას აკეთებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი

რას აკეთებს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი და რატომ სჭირდება ის თქვენს ბიზნესს?

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი არის პირი, რომელიც სამუშაო ადგილზე ავლენს რისკებს,...

მეტის ნახვა
სახანძრო უსაფრთხოება

სახანძრო უსაფრთხოება სამუშაო სივრცეში – პრაქტიკული გზამკვლევი კომპანიებისთვის

სამუშაო გარემოს უსაფრთხოება ნებისმიერი კომპანიისთვის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. თანამშრომლების ჯანმრთელობა,...

მეტის ნახვა
შრომის უსაფრთხოების კულტურა

შრომის უსაფრთხოების წესები – როგორ ვაქციოთ უსაფრთხოება ყოველდღიურ ჩვევად?

უსაფრთხოების წესები ხშირად აღიქმება როგორც ფორმალობა: დოკუმენტები, რომლებიც უნდა შევავსოთ,...

მეტის ნახვა
უსაფრთხო სამუშაო

შრომითი უსაფრთხოება პრაქტიკაში – როგორ იქმნება უსაფრთხო სამუშაო გარემო?

შრომითი უსაფრთხოება საჭიროებს სისტემურ მიდგომას, რომელიც მოიცავს ორგანიზაციულ, ტექნიკურ და...

მეტის ნახვა