ყველა სტატია

ნარჩენების მართვის გეგმა

დღეს, როცა ნარჩენების მართვა საქართველოში იქცა მნიშვნელოვან გამოწვევად, და რაც მთავარია, გარემოსდაცვითი რეგულაციები რეალურად მკაცრდება, ნარჩენების მართვის გეგმა ხდება სავალდებულო დოკუმენტი ყველა იმ კომპანიისთვის, რომელიც ქმნის, აგროვებს ან განკარგავს ნარჩენებს

ნარჩენების მართვა, ბუნებრივია, მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულება  არ არის — ის კომპანიის პასუხისმგებობა და დამოკიდებულებაა გარემოს და არა მხოლოდ. ნარჩენების სწორი მენეჯმენტი ასევე დიდი პასუხისმგებლობაა  თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე. 

სწორად შედგენილი ნარჩენების მართვის გეგმა ხელს უწყობს პირველ რიგში ეკოსისტემების დაცვას და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, უზრუნველყოფს კანონით მოთხოვნილი რეგულაციების პროტოკოლს და შესაბამისად მნიშვნელოვად ზრდის კომპანიის იმიჯს საზოგადოების თვალში.

 

რა არის ნარჩენების მართვის გეგმა?

ნარჩენების მართვის გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს:

  • რა სახის ნარჩენების მართვა ხდება კომპანიაში
  • რამდენი ნარჩენი წარმოიქმნება
  • როგორია ნარჩენების დროებითი შენახვის, ტრანსპორტირებისა და განთავსების პროცესი
  • ნარჩენების შემცირების და გადამუშავების მიდგომები
  • ნარჩენების მართვის უსაფრთხოების, ტექნიკური და ეკოლოგიური პირობები

გეგმა იქმნება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და აუცილებელი დოკუმენტია ნებართვების ან პროექტების დასაწყებად.

 

ვინ საჭიროებს ნარჩენების მართვის გეგმას?

ნარჩენების მართვის გეგმას საჭიროებენ შპს-ები და ინდივიდუალური მეწარმეები, რომლებიც:

  • აწარმოებენ საშიშ ან არასაშიშ ნარჩენებს
  • მონაწილეობენ სამრეწველო, სამშენებლო, სამთო ან ინფრასტრუქტურულ პროექტებში
  • გადიან გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებს

 

რატომ უნდა აირჩიოთ გერგილი ნარჩენების მართვის გეგმის მომზადებისთვის?

გერგილი არის გარემოსდაცვითი კონსულტაციის კომპანია, რომელსაც აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ნარჩენების მართვის გეგმების, სკრინინგების, სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადებაში. 

ჩვენს მიერ მომზადებული ნარჩენების მართვის გეგმა ყოველთვის აკმაყოფილებს გარემოსდაცვით მოთხოვნებს და უზრუნველყოფს:

  • სრულ შესაბამისობას კანონმდებლობასთან
  • ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ პროექტზე
  •  ეფექტურ კომუნიკაციას შესაბამის უწყებებთან
  • დროულ და სანდო მომსახურებას