ყველა სტატია

გარემოზე ზემოქმედების შეფასება და მდგრადი განვითარება

როგორ უკავშირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება მდგრადი განვითარების მიზნებს?

გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს პროცესს, რომელიც პირდაპირ ემსახურება მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევას. ის ეხმარება კომპანიებს, სახელმწიფოებსა და ინვესტორებს იმის განსაზღვრაში, თუ როგორ მოქმედებს კონკრეტული პროექტი გარემოზე, საზოგადოებასა და ეკონომიკაზე. სწორად განხორციელებული გარემოზე ზემოქმედების შეფასება საფუძველს უყრის პასუხისმგებელიან და მდგრად გადაწყვეტილებებს ბინესის მხრიდან.

როგორ უკავშირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასება მდგრადი განვითარების მიზნებს?

გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელს უწყობს მდგრადი განვითარების სამივე ძირითად კომპონენტს: ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებას

ის უზრუნველყოფს რისკების წინასწარ შეფასებას, უარყოფითი ზემოქმედების პრევენციას და ალტერნატიული, ნაკლებ ზიანის მომტანი გადაწყვეტილებების შერჩევას.

გარემოზე ზემოქმედების ანგარიშში გამოყენებული კრიტერიუმებია

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ფარგლებში გამოიყენება კრიტერიუმები, რომლებიც ეხმარება პროექტს შეესაბამებოდეს მდგრადი განვითარების პრინციპებს:

  1. გარემოსდაცვითი კრიტერიუმებიბიომრავალფეროვნების დაცვა, დაბინძურების კონტროლი, კლიმატზე ზემოქმედების ანალიზი.
  2. სოციალური კრიტერიუმები მოსახლეობის ჩართულობა და მათი მონაწილეობა გარემოზე ზემოქმედების შეფასებაში.
  3. ეკონომიკური კრიტერიუმებირესურსების მდგრადი გამოყენება, გრძელვადიანი სარგებელი, ინკლუზიური განვითარება.
  4. ინტეგრირებული მიდგომაისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც გარემოს და საზოგადოებას ნაკლებ ზიანს მიაყენებს.

როგორ უწყობს ხელს გარემოზე ზემოქმედების შეფასება ეკონომიკურ მდგრადობას?

გარემოზე ზემოქმედების შეფასება კომპანიებსა და პროექტებს ეხმარება:

  • თავიდან აირიდონ გარემოსდაცვითი რისკები;
  • გამოიყენონ ბუნებრივი რესურსები ეფექტიანად;
  • მოიზიდონ სოციალური და ეკოლოგიური პასუხისმგებლობის მქონე ინვესტორები;
  • მიიღონ ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა და შეამცირონ დაპირისპირების რისკი;
  • მიაღწიონ გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.

როგორ გამოიყენონ კომპანიებმა გარემოზე ზემოქმედების შეფასება მდგრადი ბიზნეს მოდელის შესაქმნელად?

გარემოზე ზემოქმედების შეფასება ბიზნესისთვის მძლავრი ინსტრუმენტია მდგრადობის სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად:

  1. გარემოსდაცვითი რისკების იდენტიფიკაცია და მართვა – (გზშ) საშუალებას აძლევს კომპანიას დროულად განსაზღვროს გარემოსდაცვითი საფრთხეები და შეიმუშავოს პრევენციული გეგმები.
  2. რესურსების ოპტიმიზაციაბუნებრივი რესურსების ხარჯვის შემცირება და ეფექტიანობა.
  3. გრძელვადიანი სტრატეგიაბიზნესს შეუძლია დააანონსოს სოციალური პასუხისმგებლობის გეგმა და დაიმკვიდროს საიმიჯო პოზიცია, როგორც ეკომეგობრულმა კომპანიამ.
  4. ინოვაციაგზშ წაახალისებს გარემოზე ნაკლები ზემოქმედების მქონე ტექნოლოგიების დანერგვას
  5. გამჭვირვალობა და ნდობასანდოობა ზრდის ინვესტორებისა და მომხმარებლების ერთგულებას.

გერგილი გთავაზობთ სრულ მომსახურებას, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების მომზადებას:

  • გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების ანგარიში (ESIA),
  • გარემოსდაცვითი მართვის გეგმა (EMP),
  • გარემოსდაცვითი აუდიტის დასკვნა (EAR) და სხვა.

გარემოზე ზემოქმედების შეფასება არა მხოლოდ რეგულაციების შესრულებააეს არის ღირებულება, რომელიც გეხმარებათ შექმნათ გრძელვადიანი, სტაბილური და მაღალი პასუხისმგებელობის მქონე ბიზნესი.