ნებისმიერი კომპანიის ეფექტურად მუშაობისა და თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვისთვის მთავარია, ორგანიზაციებში შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. 2025 წელს შრომის უსაფრთხოების დაცვის მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა და ბიზნესის წინაშე ახალი გამოწვევა გაჩნდა: ადაპტაცია ახალ ინოვაციებთან და მუდმივად ცვალებად მოთხოვნებთან.
კომპანია „გერგილმა“ დაეუფლა შრომის უსაფრთხოების ძირითადი საკითხებს, ასევე გაეცნო რისკების მართვისა და უსაფრთხოების კულტურის ფორმირების გზებს, რის შედეგადაც მიიღო დოკუმენტი – შრომის უსაფრთხოების მთავარი გამოწვევებისა და მათი გადაჭრის გზების შესახებ 2025 წელს.
შრომის უსაფრთხოებაში პირველი და უმთავრესი გასათვალისწინებელი ფაქტორი სამუშაო სივრცეში რისკების სწორი შეფასებაა.
როგორ შევაფასოთ საფრთხეები და რა სტრატეგიით ვმართოთ ისინი?
შრომის უსაფრთხოების სფეროში საფრთხეების შეფასება იწყება მათი იდენტიფიცირებით (ფიზიკური, ქიმიური, ბიოლოგიური, მექანიკური და ა.შ.). საფრთხეების მართვა მოიცავს
- სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვას – რისკების მინიმიზაციისთვის.
- ტრენინგების ჩატარებას;
- სამუშაო სივრცის მუდმივ მონიტორინგს;
ამ სტრატეგიების გამოყენებით საფრთხეების მართვა და შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა გახდება უფრო ეფექტური და შედეგიანი.
შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასების ძირითადი ეტაპები მოიცავს შემდეგს:
1) საფრთხეების იდენტიფიცირება;
2) პირთა წრის განსაზღვრა;
3) რისკის შეფასება – საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა და დანერგვა;
4) საკონტროლო ღონისძიებების გატარებაზე პასუხისმგებელი პირისა და პრევენციული აქტივობების ვადების განსაზღვრა;
5) შედეგების დოკუმენტირება და მონიტორინგი.
2025 წელს პრიორიტეტული ხდება შრომის უსაფრთხოების კულტურის ფორმირება.
როგორ გავხადოთ შრომის უსაფრთხოება კომპანიის მთავარ ღირებულებად?
შრომის უსაფრთხოება არ უნდა იყოს მხოლოდ კომპანიის რეგლამენტირებული ვალდებულება, ის უნდა წარმოადგენდეს მის ძირითად შემადგენელ კომპონენტს. 2025 წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ თანამშრომლების ტრენინგებსა, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მოტივაციასა და იმ გარემოს შექმნაზე, სადაც შრომის უსაფრთხოება პრიორიტეტად იქნება აღქმული.
როგორ მოვახერხოთ ეს?
- რეგულარული ტრენინგების დანერგვა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით;
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბება;
- თანამშრომლების აქტიური ჩართულობით სამუშაო სივრცის დეტალური შეფასება და უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესება.
- მენეჯმენტის მტკიცე მხარდაჭერით და აქტიური ჩართულობით შრომის უსაფრთხოების საკითხებში.
- თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა VR-ტრენინგები და უსაფრთხოების სისტემების ავტომატიზირებული კონტროლის სისტემები.
შრომის უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობა იწვევს უბედურ შემთხვევებს, ჯარიმებსა და ბიზნესის ეფექტურობის შემცირებას. ყველაზე გავრცელებული დარღვევები როგორც წესი, შრომის უსაფრთხოების სისტემაში დაშვებული შეცდომებით არის გამოწვეული.
როგორ ავიცილოთ შრომის უსაფრთხოების დარღვევები თავიდან?
პირველ რიგში, აუცილებელია საფრთხეების იდენტიფიცირება და მათი თავიდან აცილების გზები.
ესენია:
- რისკების შეფასების დოკუმენტის წარმოება – სამუშაო ადგილებზე პოტენციური საფრთხეების დროული იდენტიფიცირება და მათზე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება.
- ცნობიერების ამაღლება და ტრენინგები – შრომის უსაფრთხოების სფეროში მუდმივი ტრენინგების და სწავლების ორგანიზება, რაც დაეხმარება თანამშრომლებს სწორად გაიგონ და დაემორჩილონ უსაფრთხოების წესებს, ასევე, იცოდნენ როგორ მოიქცნენ კრიტიკულ სიტუაციებში.
3.ინდივიდუალური დაცვის საშუალებების (PPE) სწორი გამოყენების კონტროლი – მუდმივი მონიტორინგი და კონტროლი იმისათვის, რომ თითოეულ დასაქმებულს ჰქონდეს შესაბამისი პირადი დაცვის საშუალება და იცოდეს სწორი გამოყენება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს ტრავმების და ავარიების რისკს.
რა უნდა ვიცოდეთ შრომის უსაფრთხოების დაცვაზე?
10 რჩევა კომპანია „გერგილისგან“ :
- ყოველთვის გამოიყენეთ ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
- მონაწილეობა მიიღეთ შრომის უსაფრთხოების ტრენინგში.
- შრომის უსაფრთხოების დარღვევის შესახებ ყოველთვის შეატყობინეთ დმსაქმებელსა და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტს.
- ყურადღება მიაქციეთ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის ცვლილებებსა და განახლებებს.
- სამუშაო ადგილზე დაიცავით წესრიგი.
- აკონტროლეთ თქვენი ფიზიკური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა.
- გამოიყენეთ მხოლოდ შემოწმებული, გამართული აღჭურვილობა და ხელსაწყოები.
- დაიცავით უსაფრთხოების ინსტრუქციები.
- მიიღეთ მონაწილეობა უსაფრთხოების ზომების შემუშავებასა და გაუმჯობესებაში.
- მხარი დაუჭირეთ შრომის უსაფრთხოების კულტურის განვითარების ხელშეწყობას.
საბოლოოდ, შრომის უსაფრთხოება 2025 წელს წარმატებული ბიზნესის ძირითად ასპექტად იქცა.
რაც უფრო მაღალი იქნება შრომის უსაფრთხოების დონე, მით უფრო ეფექტურად იმუშავებენ თანამშრომლები, შემცირდება ტრავმირების რისკი და გაიზრდება პროდუქტიულობა, რაც საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ორგანიზაციის წარმატებასა და განვითარებაზე.
