შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია

შრომის უსაფრთხოება

რას გულისხმობს შრომის უსაფრთხოება?

შრომის უსაფრთხოება გულისხმობს ყველა იმ ნორმისა და რეგულაციის ერთობლიობას, რომლებიც მიზნად ისახავს დასაქმებულთათვის უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას, რაც მუშაობის პროცესში ტრავმების, ავარიებისა და ჯანმრთელობის პრობლემების თავიდან აცილებას უწყობს ხელს.

როგორ რეგულირდება საქართველოში შრომის უსაფრთხოება?

საქართველოში შრომის უსაფრთხოება რეგულირდება ძირითადად საქართველოს ორგანული კანონით „შრომის უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულებებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნასთან.

რა უნდა გაითვალისწინოს ბიზნესმა, ისეთი სამუშაო გარემოს უზრუნველსაყოფად, რომელიც შესაბამისობაში იქნება შრომის უსაფრთხოების კანონთან?

ბიზნესმა უნდა დაიცვას შრომის უსაფრთხოების სტანდარტები, რომლებიც პასუხობს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულებას.

რა არის შრომის უსაფრთხოების ინსტრუქცია?

შრომის უსაფრთხოების ინსტრუქცია განსაზღვრავს სამუშაო პროცესში დასაქმებულთა უსაფრთხოების დაცვის წესებსა და მოთხოვნებს. ინსტრუქცია მზადდება კონკრეტული სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე და ითვალისწინებს უსაფრთხოების ზომებს, რისკებისა და გაუთვალისწინებელი ინციდენტების შესამცირებლად.

რა არის შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატი?

შრომის უსაფრთხოების სერთიფიკატი არის ოფიციალური დოკუმენტი, რომელსაც ფლობს ინდივიდი და, რომელიც ადასტურებს, რომ ინდივიდს შეუძლია, შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევის პრევენციის მიზნით, ღონისძიებების დაგეგმვა და მართვა. 

რა შემთხვევებში შემიძლია, მივიღო შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანიის მომსახურება?

 საკონსულტაციო კომპანიას შეუძლია მიმართოს იმ ორგანიზაციამ, რომელსაც არ აქვს დანერგილი შრომის უსაფრთხოების სისტემა და არც ამ სფეროს სპეციალისტი ჰყავს. ასეთ შემთხვევაში, საკონსულტაციო კომპანია აუთსორსული მომსახურების ფარგლებში, კანონით გათვალისწინებულ ვადებში გამოჰყოფს ერთ ან რამდენიმე სპეციალისტს თქვენი ობიექტის ინსპექტირებისა და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის უზრუნველსაყოფად.

როგორ დავუკავშირდე გერგილის შრომის უსაფრთხოების გუნდს?

ერგილის შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებთან დასაკავშირებლად მოგვწერეთ ელ.ფოსტაზე - info@gergili.ge, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 11 90 10 / 599 27 00 49

რა ტიპის ორგანიზაციებშია დანერგილი სპეციფიკური რეგულაციები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით?

შრომის უსაფრთხოების სპეციფიკური რეგულაციები დანერგილია იმ ინდუსტრიებში, სადაც მაღალი რისკებია დასაქმებულების ჯანმრთელობისთვის. მაგალითად:

სამშენებლო პროექტები, მრეწველობა და ქიმიური ინდუსტრია, საბადოები და მინერალური რესურსების მოპოვება, ტრანსპორტი და ლოჯისტიკა, ელექტროენერგიის ინდუსტრია, ჯანდაცვა, სამედიცინო ინდუსტრია და ა.შ.

რას გულისხმობს სამშენებლო სექტორის შრომის უსაფრთხოების რეგულაციები?

სამშენებლო სექტორის შრომის უსაფრთხოების რეგულაციები გულისხმობს იმ ნორმებისა და მოთხოვნების შესრულებას, რომლებიც მიზნად ისახავს სამუშაო პროცესში დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვას.

სამშენებლო სფერო არის განსაკუთრებით მაღალი რისკ-ფაქტორის სექტორი, ვინაიდან, ითვალისწინებს სიმაღლეზე მუშაობას, სხვადასხვა მექანიკურ საფრთხეს, მძიმე ტექნიკის გამოყენებას, ხანძრის ალბათობას და სხვ. ამიტომ საჭიროა განსაკუთრებული და სპეციფიკური მიდგომა.

გარემოს დაცვა

გარემოზე ზემოქმედების შეფასება

რატომ არის კომპანიისთვის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი დოკუმენტების სრულფასოვნად შემუშავება?

გარემოსდაცვითი დოკუმენტების შემუშავება/მოწესრიგება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემცირდეს უარყოფითი გავლენები გარემოზე და სახელმწიფო არ გახდეს იძულებული დააჯარიმოს ორგანიზაცია, ან შეაწყვეტინოს საქმიანობა. 

რა ინფორმაციას უნდა გავეცნოთ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ?

გარემოზე ზემოქმედების ნებართვების შესახებ ინფორმაციას უნდა გავეცნოთ:

საქართველოს კანონის - გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსს. დოკუმენტის ნომერი - 890IIს

რას მოიცავს გარემოზე ზემოქმედების ანგარიში?

გარემოზე ზემოქმედების ანგარიში (Environmental Impact Assessment, EIA)  არის პროექტის/საქმიანობის გარემოზე ზეგავლენის შეფასების ანალიზი. მოცემული დოკუმენტი უზრუნველყოფს გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებების თავიდან აცილებას შესაბამისი ღონისძიებების გათვალისწინებით.

როგორ გვეხმარება გერგილი გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადებაში?

კომპანია გერგილის მომსახურება მოიცავს:

 

  •  სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტების მომზადებას;
  •  გარემოსდაცვითი საკითხების სამართლებრივ მომსახურებას;
  •   ფონურ კვლევებს (გარემოზე ზემოქმედების პროცესების შეფასებისთვის საჭირო საველე კვლევების უზრუნველყოფა);
  •    გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემის უზრუნველყოფა;
  •   სხვა გარემოსდაცვითი დოკუმენტების მომზადება;
  •    გარემოსდაცვითი ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება.