sofio

სოფიო ბერიშვილს აქვს 27 წლიანი გამოცდილება იურიდიულ და ტექნიკურ საკითხებში, აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული გამოცდილება.

სოფიოს გამოცდილება მოიცავს სხვადახვა ინფრასტრუქტურულ პროექტებს, როგორიცაა ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის მშენებლობა, ბაქო თბილისი ჯეიჰანის მილსადენის პროექტი, „Millenium Challenge Corporation “-ის პროექტები, ADB წყალმომარაგების პროექტი. პროექტების უმეტესობა შესრულებულია IFC, WB, MCC, ADB, EIB, EBRD საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

სოფიოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების დოკუმენტების შემუშავება (EA, EMP’s RAP’s და ა.შ.) და პროცესების მართვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან დაფინანსების მოპოვების მიზნით.

სოფიო ფლობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხს ენერგეტიკასა და კომუნიკაციების სფეროში, აგრეთვე მაგისტრის ხარისხს ენერგეტიკის სამართალში (Energy Petroleum Mineral Law and Policy, ქ. დანდი, დიდი ბრიტანეთი) და ბაკალავრის ხარისხს სამართალმცოდნეობაში.