რევაზ ენუქიძის მრავალწლიანი გამოცდილება წამყვან ხელმძღვანელ პოზიციებზე მოიცავს გზშ ანგარიშების მომზადებას, გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური საკითხების ზედამხედველობას, ნარჩენების მართვას, გარემოსდაცვითი მართვის გეგმების მომზადებას, ტრენინგების ჩატარებას და ა.შ.

რევაზს განხორციელებული აქვს მრავალი გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევა (EA, EMP's RAP's ა.შ.) გზების მშენებლობის პროექტებში IFC, WB, MCC, ADB, EIB, EBRD საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

რევაზი 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში, შესაბამისად, კარგად ესმის საკანონმდებლო მოთხოვნები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნეს პროექტების განხორციელებისას.

რევაზს აქვს მაგისტრის ხარისხი გეოგრაფიაში და ამჟამად მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოს ინჟინერიის დოქტორის ხარისხზე.