კომპანია „გერგილი“ საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისთვის.
უზრუნველყოფს ობიექტს სერთიფიცირებული და შესაბამისი გამოცდილების მქონე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებით, რომლებიც სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისი პერიოდულობით/მუდმივად დაათვალიერებენ სამუშაო გარემოს.


შრომის უსაფთრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა
გერგილის კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა/მართვასა და შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის მოპოვებაში, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემუშავება/განახლებაში:
- შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა;
- შრომის უსაფრთხოების გეგმა;
- საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა;
- სამუშაო სპეციფიკის პროცედურების შემუშავება და სხვა.


სამუშაო სივრცეში რისკების შეფასება
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები უზრუნველყოფენ სამუშაო სივრცეში საფრთხეების იდენტიფიცირებას და რისკების შეფასებას, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე:
- გეგმიურად;
- სამუშაო პროცესის ცვლილების დროს;
- ტექნიკური ცვლილების დროს;
- სამუშაო გარემო პირობების ცვლილების დროს და სხვა.


დასაქმებულებისთვის სწავლება/ინსტრუქტაჟების ჩატარება
შრომითი უსაფრთხოების დანერგვის პროცესში გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა კომპანიებთან, მათი სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით:
- შრომის უსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა;
- სიმაღლეზე მუშაობა;
- საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება;
- მძიმე ტვირთის ხელით აწევა და სხვა.


ფიზიკური ფაქტორების გაზომვა
ფიზიკური ფაქტორების გაზომვა შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით:
სამუშაო სივრცეში ფიზიკური ფაქტორების გაზომვა დაკალიბრებული ხელსაწყოებით და გაზომვების ანგარიშის მომზადება


საევაკუაციო გეგმის მომზადება
გერგილი გთავაზობთ საევაკუაციო გეგმის შემუშავების სრულფასოვან და პროფესიონალურ მომსახურებას:
- შეესაბამება საქართველოს მთავრობის დადგენილების №370 დანართი N1-ს — „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“;
- უზრუნველყოფს შენობაში მყოფ პირთა უსაფრთხო და ეფექტურ ევაკუაციას საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.
პარტნიორი კომპანიები











































