
დავით თევზაძის მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სფეროში მოიცავს გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასებების (ESIA), გარემოსდაცვითი მართვის გეგმების (EMP), ნარჩენების მართვის სტრატეგიების, შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტის და მდგრადი განვითარების პროექტების მომზადებასა და ზედამხედველობას.
დავითს განცხორციელებული აქვს მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის საგზაო, ჰიდროენერგეტიკულ და ურბანულ განვითარების პროექტებზე, სადაც ზედამხედველობას უწევდა გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების (EHS) საკითხებს.
აგრეთვე, მას აქვს გამოცდილება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFC, WB, ADB, EIB, EBRD) გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად კვლევებისა და პროექტების განხორციელებაში.
დავითი ფლობს მაგისტრის ხარისხს ეკონომიკასა და ბიზნესში, ხოლო ამჟამად მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოს ინჟინერიის მიმართულებით მაგისტრის ხარისხზე.