
ქეთევან გოგაძის გამოცდილება გარემოსდაცვითი პროექტების მართვის სფეროში მოიცავს გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების შეფასებების (ESIA), გარემოსდაცვითი მართვის გეგმების (EMP), ნარჩენების მართვის სტრატეგიების და მდგრადი განვითარების პროექტების მომზადებასა და ზედამხედველობას.
ქეთევანს აქვს მუშაობის გამოცდილება მსხვილ ინფრასტრუქტურულ, მათ შორის საგზაო, ჰიდროენერგეტიკული და ურბანული განვითარების პროექტებზე, სადაც ზედამხედველობას უწევდა გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების საკითხებს (EHS).
აგრეთვე, მას აქვს გამოცდილება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების (IFC, WB, ADB, EIB, EBRD) გარემოსდაცვითი და სოციალური სტანდარტების შესაბამისად კვლევებისა და პროექტების განხორციელებაში.
ქეთევანი ფლობს მაგისტრის ხარისხს გარემოსდაცვით მენეჯმენტსა და პოლიტიკაში.