ESG სტანდარტების დანერგვა და შესაბამისი ანგარიშგება ბიზნესისთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ უპირატესობას წარმოადგენს. გამართული ESG ჩარჩო, აძლიერებს კომპანიის რეპუტაციას და მნიშვნელოვნად ზრდის ინვესტორთა ნდობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიმართულება საქართველოს კანონმდებლობით ჯერ სავალდებულო არ არის, ის უკვე იქცა საერთაშორისო სტანდარტად და ბაზარზე თავის დამკვიდრების მთავარ პირობად.
„გერგილი“ დაგეხმარებათ, ეს პროცესი ცალკეული, ქაოსური ნაბიჯებიდან ერთიან, გაზომვად სისტემად აქციოთ. პირველადი შეფასებიდან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ანგარიშგების მომზადებამდე.
ჩვენი მომსახურება მოიცავს
ESG სისტემის დანერგვა
ვიწყებთ იქიდან, სად ხართ დღეს. „გერგილი’’ აფასებს თქვენი კომპანიის მიმდინარე ESG მდგომარეობას, ადგენს რისკებსა და ხარვეზებს და გაძლევთ მკაფიო სურათს, თუ რა უნდა გაუმჯობესდეს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისთვის.
შეფასება არის საფუძველი, რომელზეც შემდგომ სტრატეგია და ანგარიშგება შენდება. ჩვენი აუდიტი მოიცავს:
- კომპანიის მიმდინარე ESG მდგომარეობის შეფასება;
- ESG შესაბამისობის ანალიზი საერთაშორისო სტანდარტებთან;
- გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი რისკების შეფასება;
- არსებული პოლიტიკებისა და პროცესების გადახედვა;
- ხარვეზების გამოვლენა;
- რეკომენდაციების შემუშავება.
შედეგად იღებთ დოკუმენტირებულ სურათს, რომელიც შემდგომ ნაბიჯებს ვარაუდის ნაცვლად მონაცემებზე აფუძნებს.
ESG სტრატეგიის შემუშავება
შეფასების შემდეგ ვქმნით გეგმას. ჩვენ ვადგენთ მდგრადი განვითარების გრძელვადიან სტრატეგიას, სადაც თითოეულ მიზანს კონკრეტული, გაზომვადი მაჩვენებელი (KPI) მიესადაგება.
სტრატეგია ერთ სამოქმედო გეგმაში აერთიანებს გარემოსდაცვით, სოციალურსა და მმართველობით მიმართულებას:
- მდგრადი განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის შექმნა;
- ESG მიზნებისა და KPI-ების განსაზღვრა;
- გარემოსდაცვითი (E), სოციალური (S) და მმართველობითი (G) მიმართულებების ინტეგრაცია;
- CO₂ ემისიების შემცირებისა და რესურსების ოპტიმიზაციის გეგმები;
- თანამშრომელთა კეთილდღეობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამები;
- კორპორაციული მმართველობის გაძლიერება.
ESG ანგარიშგება
ვამზადებთ გამჭვირვალე ანგარიშს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს ეყრდნობა და ინვესტორებთან თუ პარტნიორებთან თქვენს ნდობას აძლიერებს.
ანგარიშგება საერთაშორისო სტანდარტებზე (მაგ. GRI, ESRS) დაფუძნებით მზადდება და მოიცავს:
- ESG მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
- გამჭვირვალე და სტანდარტებთან შესაბამისი ანგარიშის მომზადება;
- საერთაშორისო სტანდარტების (GRI, ESRS) მიხედვით ანგარიშგება;
- გავლენის შეფასება და პროგრესის მონიტორინგი;
- გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.
ტრენინგები და ცნობიერების ამაღლება
სისტემა მაშინ მუშაობს, როცა მას გუნდი იზიარებს. ვამაღლებთ თანამშრომლებისა და მენეჯმენტის ცნობიერებასა და ჩართულობას ESG მიმართულებით.
ტრენინგები მორგებულია თქვენი საქმიანობის სპეციფიკაზე და მოიცავს:
- ESG ძირითადი პრინციპების ტრენინგები;
- შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სწავლება;
- თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა;
- პრაქტიკული ქეისების განხილვა.
პარტნიორი კომპანიები












































სასარგებლო ინფორმაცია
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი: რომელ ბიზნესს სჭირდება სკრინინგი, სკოპინგი და გარემოსდაცვითი ნებართვა
გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი განსაზღვრავს, რომელი საქმიანობა საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას...
მეტის ნახვაგარემოს დაბინძურების მიზეზები და გადაჭრის გზები
გარემოს დაბინძურების მიზეზები მრავალფეროვანია, სამრეწველო ნარჩენებიდან დაწყებული, ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების...
მეტის ნახვანარჩენების დახარისხება და გადამუშავება – სტრატეგიული სვლა კომპანიებისთვის
ბიზნესის ყოველდღიურ ოპერაციებში ხშირად გვავიწყდება, რომ ყველაზე მარტივი ცვლილებები შეიძლება...
მეტის ნახვანარჩენების გადამუშავება საქართველოში: არსებული პრაქტიკა და გამოწვევები
ნარჩენების რაოდენობა საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მათი გადამუშავების მაჩვენებელი კვლავ...
მეტის ნახვაინოვაციური იდეები: ნარჩენების გადამუშავება და მეორადი გამოყენება ბიზნესში
დღეს, როდესაც გარემოსდაცვითი გამოწვევები უფრო და უფრო სერიოზულ ხასიათს იძენს,...
მეტის ნახვანარჩენების მართვა საქართველოში: საერთო პასუხისმგებლობა საერთო სივრცისთვის
თბილისის ქუჩებში დილის საათებში დასუფთავების მანქანების ხმაურს ყველა შეჩვეულია, მაგრამ...
მეტის ნახვაპლასტმასის გადამუშავება – მნიშვნელოვანი ნაბიჯი გარემოს დაცვისთვის
ℹ️ მნიშვნელოვანი შენიშვნა: გერგილი პლასტმასის გადამამუშავებელი ან მიმღები კომპანია არ...
მეტის ნახვაროგორ შევამციროთ დაბინძურება: პრაქტიკული გზები ჯანსაღი მომავლისთვის
დილით ფანჯრის გაღებისას ხშირად სუფთა ჰაერის ნაცვლად, მტვრისა და ტრანსპორტის...
მეტის ნახვარატომ არის გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი?
კლიმატის ცვლილება, ბუნებრივი რესურსების ამოწურვა და ეკოლოგიური კრიზისი ის მთავარი...
მეტის ნახვა








