საკონტაქტო ინფორმაცია
- 593 11 90 10 / 599 27 00 49
- info@gergili.ge
- ქ.თბილისი 0183, ნუცუბიძის ფერდობი მე-II მკ/რ, კვ II, კორ. IV
საკონტაქტო ინფორმაცია

22 წლიანი გამოცდილება

1000 + დასრულებული პროექტი



უსაფრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა, აუდიტიდან კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობამდე.

გზშ ანგარიშის მომზადება, ეკოლოგიური აუდიტი და გარემოსდაცვითი მართვის გეგმა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს გარემოსდაცვითი რესურსების მდგრად მართვას და შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას.
საქართველოში შრომის უსაფრთხოება რეგულირდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონით. ეს კანონი განსაზღვრავს დამსაქმებლის ვალდებულებებს, დასაქმებულთა უფლებებს, სამუშაო გარემოს რისკების მართვისა და უსაფრთხოების ნორმებს. გარდა ამისა, მოქმედებს მთელი რიგი ტექნიკური რეგლამენტები და დადგენილებები, რომლებიც კონკრეტულ სექტორებს და იქ არსებულ რისკებს ეხება. კომპანია „გერგილი’’ უზრუნველყოფს თქვენი სისტემის სრულ შესაბამისობას ყველა მოქმედ ნორმატიულ აქტთან.
შრომის უსაფრთხოების კანონი ვრცელდება პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ საქმიანობაზე და ყველა ტიპის დამსაქმებელზე საქართველოში, განურჩევლად მათი ზომისა ან სამართლებრივი ფორმისა. შესაბამისად, კანონით განსაზღვრული მოთხოვნები სავალდებულოა:
კანონის მიზანია ყველასთვის ერთიანი სტანდარტის შექმნა, რათა ნებისმიერი სამუშაო სივრცე, იქნება ეს ოფისი, მაღაზია, საამქრო თუ სამშენებლო მოედანი, თანამშრომლებისთვის უსაფრთხო იყოს. „გერგილი” სწორედ ამ სტანდარტების დაკმაყოფილებაში გეხმარებათ და გთავაზობთ შესაბამისი სისტემების დანერგვას, მონიტორინგსა და თანამშრომლების გადამზადებას.
შრომის უსაფრთხოების სტანდარტებთან შესაბამისობა გულისხმობს არა მხოლოდ კანონით მოთხოვნილი წესების ფორმალურ შესრულებას, არამედ ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც რეალურად იცავს ადამიანების ჯანმრთელობას და ამცირებს სამუშაო პროცესში არსებულ რისკებს. ამისთვის კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მნიშვნელოვან კრიტერიუმს:
დიახ. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ყველა დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის ჩართულობა.
მაღალი რისკის საწარმოებში შესაბამისი სამსახური მუდმივად უნდა ფუნქციონირებდეს, ხოლო საშუალო და დაბალი რისკის კომპანიებს შეუძლიათ ისარგებლონ ე.წ. ,,აუთსორს’’ მომსახურებით, სადაც სპეციალისტი პერიოდულად ახორციელებს მონიტორინგს, ამზადებს დოკუმენტაციას და აორგანიზებს ტრენინგებს. სწორედ ასეთ მოქნილ და სრულ მომსახურებას გთავაზობთ კომპანია „გერგილი’’.
პროცესის სწორი ორგანიზება აერთიანებს შეფასებას, დაგეგმვას, ტრენინგსა და მუდმივ მონიტორინგს, რაც ქმნის სტაბილურ და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
სისტემის ძირითადი ეტაპებია:
საწყისი აუდიტი: არსებული მდგომარეობის შეფასება და შრომის უსაფრთხოების კანონთან შესაბამისობის დადგენა;
რისკების იდენტიფიკაცია: სამუშაო გარემოს საფრთხეების დეტალური ანალიზი;
გეგმების შედგენა: რისკების მართვის გეგმისა და საევაკუაციო გეგმის მომზადება;
დოკუმენტაცია: შიდა ნორმატიული აქტების შექმნა, რომლებიც სრულად უნდა აკმაყოფილებდეს კანონით განსაზღვრულ მოთხოვნებს;
ტრენინგი და ინსტრუქტაჟი: თანამშრომლების მომზადება ყოველდღიური და საგანგებო სიტუაციებისთვის;
მუდმივი მონიტორინგი: სისტემის ეფექტიანობის კონტროლი, დოკუმენტაციის განახლება და პრევენციული ზომების მიღება.
კომპანია „გერგილი’’ გთავაზობთ სერვისების სრულ სპექტრს, რომელიც აერთიანებს როგორც კონსულტაციას, ისე პრაქტიკულ დახმარებას:
ამ სერვისების ერთობლიობით ,,გერგილი’’ ქმნის უსაფრთხო სამუშაო გარემოს, რომელიც იცავს თანამშრომლებს და აძლიერებს ბიზნესს.












































WhatsApp us