- როგორ უნდა ჩატარდეს შრომის უსაფრთხოების რისკების სრულყოფილი შეფასება?
შრომის უსაფრთხოების რისკების სრულყოფილი შეფასება გულისხმობს სისტემატურ, დოკუმენტირებულ და დეტალურ მიდგომას, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილზე არსებული საფრთხეების იდეტიფიცირებას, რისკების ანალიზს და მისი კონტროლის გზების განსაზღვრას.
რისკების შეფასების ეტაპისთვის საჭიროა სამუშაო გარემოს, პროცესების, აღჭურვილობებისა და ქმედებების სრულყოფილი შესწავლა.
საჭიროა სამუშაო სივრცის პერიოდული მონიტორინგი კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში, სამუშაო გარემოს შეცვლისას, ინციდენტის ან უბედური შემთხვევის შემდეგ და რეგულაციების ცვლილებისას.
- რა დოკუმენტები და ფორმები გვჭირდება შრომის უსაფრთხოების რისკების აღრიცხვისთვის?
შრომის უსაფრთხოების რისკების აღრიცხვისთვის საჭიროა სამუშაო სივრცეში რისკის შეფასების დოკუმენტი, რომელსაც აქვს შემდეგი საფეხურები:
ა) საფრთხეების იდენტიფიცირება;
სანამ დავიწყებდეთ რისკების განსაზღვრას და შეფასებას, აუცილებელია სამუშაო სივრცეში მოვახდინოთ საფრთხეების იდენტიფიცირება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შევაფასოთ ის ფაქტორები, რაც შეიძლება ზიანის მიზეზი გახდეს. ამისთვის საჭიროა ყურადღებით დავაკვირდეთ სამუშაო ადგილსა და ამ ტერიტორიაზე ადამიანებს, ვინც უშუალოს ასრულებს სამუშაოებს.
ბ)პირთა წრის განსაზღვრა;
განვსაზღვროთ ვის შეიძლება მიადგეს ზიანი და რა სახის. ვინ შეიძლება დაზიანდეს (ალბათობა) და როგორი შეიძლება იყოს დაზიანება (შედეგის სიმძიმე).
გ) საკონტროლო ღონისძიებების განსაზღვრა და დანერგვა;
პირველად ეტაპზე ვსაზღვრავღ არსებული კონტროლის ზომებს და მეორე ეტაპზე დამატებითი კონტროლის ზომების ჩამოყალიბებაზე ვიწყებთ ფიქრს.არსებული კონტოლის ზომები, არის ის, რაც რისკის შეფასების პროცესამდე არსებობს, ხოლო დამატებითი კონტროლის მექანიზმი არის ის, რაც გვინდა რომ განვახორციელოთ, რათა რისკის დონე მწვანე ზონაში (დაბალ მაჩვენებელზე) ჩამოვიყვანოთ.
კონტროლის ზომების განსასაზღვრად ვხელმძღვანელობთ კონტროლის იერარქიით:
- 1) საფრთხის აღმოფხვრა:
აღმოჩენილი საფრთხის სრულად გამორიცხვა. მაგალითად, ღია ორმო, სადაც არსებობს რისკი, რომ ადამიანი ჩავარდეს, შესაძლებელი იქნება ამ საფრთხის აღმოფხვრა არსებული ორმოს ამოვსებით ან თავსახურის დამონტაჟებით.
საფრთხის აღმოფხვრა ყველაზე ეფექტური მეთოდია, თუმცა პრაქტიკაში ყოველთვის შესაძლებელი არ არის. ასეთ შემთხვევაში საჭიროა გადავიდეთ კონტროლის შემდეგ საფეხურზე.
2) საფრთხის შემცირება (ჩანაცვლება-შესუსტება):
საფრთხის შემცირება გულისხმობს არსებული მაღალი საფრთხის შეცვლას უფრო ნაკლები ზიანის შემცველი ალტერნატივით.
მაგალითად, თუ დასაქმებული იყენებს საშიშ ქიმიურ ნივთიერებას, შესაძლო ვარიანტია ეს ნივთიერება ჩანაცვლდეს ნაკლებად ტოქსიკური ნივთიერებით.
3) საფრთხის იზოლირება:
ინჟინრული კონტროლი, რომელიც გულისხმობს ადამიანის/ ტექნიკის და სხვ. საფრთხისგან ფიზიკურ იზოლირებას.
მაგალითად, ქიმიური ნივთიერებების დაცულ კარადაში იზოლირებულად განთავსება.
4)უსაფრთხოს მუშაობის პროცედურები:
პროცედურები მოიცავს სამუშაო წესებს, რისკების კონტროლის მეთოდებს, რომელიც იწერება სამუშაო სპეციფიკის მიხედვით და ტრენინგებს, რომელთა მიზანია დასაქმებულების ინფორმირება და დაცვა.
5)ინდივიდუალური დაცვის საშუალებები:
კონტროლის იერარქიის ბოლო საფეხური, რომელიც ამსუბუქებს შედეგს. როდესაც მაღალი რისკი არ შეიძლება სრულად აღმოიფხვრას, ი.დ.ს. ამცირებს ზიანის დონეს (მაგალითად: ჩაფხუთი, იცავს თავს შესაძლო ტრამვისგან და ამსუბუქებს შედეგის სიმძიმეს).
6)მონაცემების დოკუმენტირება:
რისკების შეფასების ფორმის შევსება, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს №01-15/ნ ბრძანებით დადგენილ მოთხოვნებს.
ე) მონიტორინგი:
რისკების შეფასების პერიოდული გადახედვა. რისკების შეფასების პროცესი, გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული ვადებისა, შეიძლება მრავალი მიზეზის გამო გახდეს, მაგალითად: ცვლილებებისას, უბედური შემთხვევის შემდეგ, ახალი თანამშრომლების დამატებისას, ახალი ტექნიკის შეძენისას და ა.შ. - ვინ არის პასუხისმგებელი შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასებაზე საქართველოში?
რისკების შეფსებაზე პასუხისმგებელი პირი არის როგორც შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი, ასევე დამსაქმებელი.
შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ადგენს რისკების შეფასების დოკუმენტს, რომელშიც უზრუნვემჰყოფს უსაფრთხოების პროცესის დანერგვასადა მართვას, გატარებასა და კონტროლს. ხოლო დამსაქმებელი ვალდებულია გაეცნოს რისკების შეფასების ფორმას და შეასრულოს არსებული მითითებები. - რა სიხშირით უნდა განახლდეს შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება?
რისკების შეფასება უნდა განახლდეს გარკვეული პერიოდულობით. ვადები 10 დღიდან 6თვის ვადამდე მერყეობს, რაც დამოკიდებულია რომელი რისკის სექტორს მიეკუთნება.
გარდა ამისა, რისკების შეფასება საჭიროა, როდესაც: სამუშაო გარემოს/ პროცესის ცვლილების შემთხვევაში, უბედური შემთხვევის შემდეგ, ახალი თანამშრომლების დამატებისას, ახალი ტექნიკის შეძებისას და ა.შ. - როგორ განვსაზღვროთ პრიორიტეტული რისკები შრომის უსაფრთხოების შეფასებისას?
პრიორიტეტული რისკის განსაზღვრა ხდება შემდეგი კრიტერიუმებით:
1)რისკის ალბათობა:
შევაფასოთ, რამდენად ხშირად არის ამ რისკის ალბათობის მოხდენა, რადგან რაც უფრო ხშირია რისკის მოხდება, მით უფრო პრიორიტეტულია რისკი.
2)შედეგის სერიოზულობა:
შედეგის სიმძიმის დადგენა, რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს რისკმა.
3)სიხშირე:
შევაფასოთ, რამდენად ხშირად არიან დასაქმებულები ამ რისკთან შეხებაში. რაც უფრო ხშირია კონტაქტი, მით უფრო პრიორიტეტულია არსებული რისკი.საკონსულტაციო კომპანია „გერგილი” დამკვეთს სთავაზობს გარემოსდაცვითი დოკუმენტების მომზადებასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. დოკუმენტებში შედის – გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების ანგარიში (ESIA), გარემოსდაცვითი მართვის გეგმა (EMP), გარემოსდაცვითი აუდიტის დასკვნა (EAR) და სხვა. „გერგილის” მომსახურება სრულად უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის დაცვას გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული რისკებისგან.
შრომის უსაფრთხოების რისკების შეფასება

29
მაი