ყველა სტატია

შრომის უსაფრთხოება: სტატისტიკა, რომელიც უნდა იცოდე

შრომის უსაფრთხოება სტატისტიკა

შრომის უსაფრთხოება დღეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული სფეროა საქართველოში. სამუშაო ადგილას უბედური შემთხვევების რაოდენობა კვლავ მაღალია და ეს რეალობა მუდმივ დაკვირვებას, სისტემურ აუდიტსა და გაუმჯობესებას მოითხოვს. ბოლო წლებში შრომითი ინციდენტები განსაკუთრებით დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა – სტატისტიკა ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების მაჩვენებლები მნიშვნელოვნად განსხვავდება სექტორების მიხედვით და ზოგიერთ სფეროში რისკი გაცილებით მაღალია. სწორედ ამიტომ, ეფექტური მართვის სისტემები და პროფესიონალური ზედამხედველობა ყველაზე საიმედო გზად გვევლინება ინციდენტების თავიდან ასაცილებლად.

ოფიციალური მონაცემები მიუთითებს, რომ სამუშაოზე უბედური შემთხვევები ყოველწლიურად ასობით ადამიანს ეხება. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ წელს შემცირების ტენდენცია შეინიშნება, საერთო სურათი მაინც გვაძლევს სიგნალს, რომ შრომის უსაფრთხოების სტატისტიკა გააზრებულ და სისტემურ მიდგომას მოითხოვს. პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ ჩანს ისეთ სექტორებში, სადაც მუშაობა რთულ პირობებთან არის დაკავშირებული – სიმაღლეზე შესრულებულ სამუშაოებთან, მძიმე ტექნიკის გამოყენებასთან ან ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვასთან.

ამ ფონზე კომპანიების წინაშე დგას მნიშვნელოვანი გამოწვევა: სამუშაო გარემო უნდა გახდეს მაქსიმალურად უსაფრთხო და გამართული. აქედან გამომდინარე,  თანამედროვე ბიზნესი სულ უფრო ხშირად ატარებს უსაფრთხოების აუდიტებს, რათა მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობისას წარმოშობილი საფრთხეები და უზრუნველყოს თანამშრომლების კეთილდღეობა.

 შრომის უსაფრთხოების რეალური სურათი საქართველოში

2019-2024 წლების მონაცემები შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საკმაოდ არაერთგვაროვან სურათს ქმნის. შრომის ინსპექციის სტატისტიკის მიხედვით, ყოველწლიურად რეგისტრირდება დაახლოებით 150-დან 250-მდე სერიოზული უბედური შემთხვევა, თუმცა სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ რეალური მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, რადგან მრავალი ინციდენტი ოფიციალურად არ ფიქსირდება. განსაკუთრებით პრობლემურია მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორი, სადაც ხშირად არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და სადაც რისკების მართვა მინიმალურ დონეზეა დაყვანილი.

პანდემიის შემდგომ პერიოდში შეინიშნება გარკვეული პროგრესი ცნობიერების ამაღლების თვალსაზრისით, თუმცა ინციდენტების სიხშირე კვლავ შემაშფოთებელია. მძიმე და ფატალური შემთხვევების წილი საერთო სტატისტიკაში დაახლოებით 15-20%-ს შეადგენს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროპულ საშუალო მაჩვენებლებს. ეს მიუთითებს, რომ საქართველოში ხშირია არა მხოლოდ მცირე ინციდენტები, არამედ უსაფრთხოების სერიოზული დარღვევები, რომელთა თავიდან აცილება ეფექტური სისტემების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა.

გეოგრაფიული განაწილებაც საინტერესო სურათს გვთავაზობს: ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება დედაქალაქსა და რეგიონულ ცენტრებში. სოფლის მეურნეობაზე ორიენტირებულ და მცირე ეკონომიკური აქტივობის მქონე რეგიონებში რეგისტრირებული ინციდენტების რაოდენობა შედარებით დაბალია, თუმცა ამ შემთხვევაში, ეს შესაძლოა განპირობებული იყოს შემთხვევების არასრული დაფიქსირებით.

პოზიტიურ ტენდენციად შეიძლება მივიჩნიოთ ის ფაქტი, რომ დიდი კორპორაციები და საერთაშორისო სტანდარტებით მომუშავე კომპანიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ რისკის შეფასებასა და უსაფრთხოების მენეჯმენტს. მიუხედავად ამისა, კვლავ რჩება მნიშვნელოვანი ხარვეზები ინფრასტრუქტურის, თანამშრომელთა ტრენინგებისა და უსაფრთხოების კულტურის ჩამოყალიბების კუთხით, რაც სისტემური გაუმჯობესების აუცილებლობას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

კრიტიკული სექტორების ანალიზი: სად არის ყველაზე მაღალი რისკი

შრომის უსაფრთხოების სტატისტიკა ცხადყოფს, რომ არსებობს ისეთი სექტორები, სადაც რისკები მნიშვნელოვნად აღემატება საშუალო მაჩვენებლებს. პირველ რიგში უნდა გამოვყოთ მშენებლობა, რომელიც ყველაზე პრობლემურ ინდუსტრიად მიიჩნევა. დაახლოებით 35–40% სერიოზული უბედური შემთხვევებისა სწორედ სამშენებლო ობიექტებზე ხდება. სიმაღლიდან დაცემა, მძიმე ობიექტების ჩამოვარდნა, ელექტროტრავმები და მანქანა-მექანიზმებთან დაკავშირებული ინციდენტები – ეს არის ყველაზე გავრცელებული საფრთხეები, რომლებიც ამ სფეროს განსაკუთრებით კრიტიკულს ხდის.

მეორე ადგილზეა წარმოება, განსაკუთრებით ქიმიური და სურსათის წარმოების ინდუსტრიები. აღსანიშნავია, რომ წარმოების სფეროში პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი დაკავშირებულია გრძელვადიან ზემოქმედებასთან – ქრონიკულ დაავადებებთან, რომლებიც დროთა განმავლობაში ვლინდება და ხშირად რთულია მათი პირდაპირი დაკავშირება კონკრეტულ სამუშაო პირობებთან, თუმცა, რეალურად, სწორედ უსაფრთხოების სისტემების ნაკლებობა და არასაკმარისი პრევენციული ზომებია მათი ძირითადი გამომწვევი მიზეზი.

ერთ-ერთ ყველაზე მაღალი რისკის სფეროდ რჩება ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორი. მაგალითად, სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები და საწყობის თანამშრომლები მუშაობენ გარემოში, სადაც ხშირია საგზაო შემთხვევები, ფიზიკური გადაღლა და სტრესული სამუშაო რეჟიმი. ინციდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ არასათანადო სამუშაო გრაფიკსა და არასაკმარის დასვენებას უკავშირდება, რაც პირდაპირ ზემოქმედებს უსაფრთხოების მაჩვენებლებზე.

რაც შეეხება სოფლის მეურნეობას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური სტატისტიკა შედარებით დაბალ მაჩვენებლებს იძლევა, რეალურად ეს სექტორი მოიცავს უამრავ ფარულ რისკს. ტექნიკასთან მუშაობა, პესტიციდებისა და ქიმიკატების გამოყენება, ექსტრემალურ კლიმატურ პირობებში საქმიანობა და არაფორმალური დასაქმება ქმნის გარემოს, სადაც ინციდენტების რეალური სიხშირე იმაზე მაღალია, ვიდრე ოფიციალურად ფიქსირდება. სწორედ არასაკმარისი აღრიცხვა ართულებს ამ სფეროში შრომის უსაფრთხოების მაჩვენებლების ობიექტურ შეფასებას.

რატომ ხდება შრომითი ინციდენტები: ძირითადი მიზეზები

შრომითი უბედური შემთხვევების ანალიზი ცხადყოფს, რომ უმეტეს შემთხვევაში მათი გამომწვევი მიზეზებია პროცედურების დარღვევა, არასაკმარისი ტრენინგი, უსაფრთხოების სისტემების არარსებობა ან რისკების არასათანადო შეფასება. არსებული კვლევების მიხედვით, დაახლოებით 70–80% ინციდენტებისა შეიძლებოდა თავიდან აცილებულიყო სწორი პრევენციული ზომების გატარებით. ადამიანური ფაქტორი, დაღლილობა, ცოდნის ნაკლებობა, უყურადღებობა, ხშირად ჩანს უშუალო მიზეზად, თუმცა სისტემური ანალიზი მიუთითებს, რომ ადამიანური შეცდომები რეალურად ორგანიზაციული პრობლემების სიმპტომია.

გარდა ამისა, საქართველოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად რჩება უსაფრთხოების კულტურის სისუსტე. მრავალი ორგანიზაციისთვის უსაფრთხოება მხოლოდ ფორმალურ მოთხოვნად აღიქმება, რის გამოც ხშირად იქმნება სიტუაცია, როდესაც პროცედურები და ინსტრუქციები მხოლოდ ქაღალდზე, ფორმალურად არსებობს. 

არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემაა ტექნიკური ასპექტები: მოძველებული აღჭურვილობა, არასათანადო ინფრასტრუქტურა და საინჟინრო კონტროლის ნაკლებობა სერიოზულ საფრთხეს ქმნის. ხშირ შემთხვევაში კომპანიები უსაფრთხოების სისტემებში ინვესტიციას ზედმეტ ხარჯად მიიჩნევენ, რაც გარდა იმისა, რომ რისკებს ზრდის, გრძელვადიან პერსპექტივაშიც გაცილებით უფრო მაღალ დანახარჯებს იწვევს.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა რისკის შეფასების არარსებობა. ბევრი ორგანიზაცია რეგულარულად არ იკვლევს საფრთხეებს, არ აანალიზებს სამუშაო პროცესებს და არ იყენებს პროაქტიულ მიდგომას მათ თავიდან ასაცილებლად. შედეგად, კარგად ცნობილი და მარტივად პროგნოზირებადი რისკები ხშირად ყურადღების მიღმა რჩება  იქამდე, ვიდრე საბოლოოდ რეალურ ინციდენტად არ გადაიქცევა.

როგორ ამცირებს უსაფრთხოების პროფესიონალური სისტემა რისკებს?

  • უსაფრთხოების სისტემის დანერგვა როგორც უწყვეტი პროცესი 

შრომის უსაფრთხოების ეფექტური სისტემის დანერგვა არის უწყვეტი პროცესი, რომელიც მუდმივ მონიტორინგსა და გაუმჯობესებას მოითხოვს. ISO 45001 და სხვა საერთაშორისო სტანდარტები ქმნის სტრუქტურირებულ ჩარჩოს, რომელიც რისკზე დაფუძნებულ მენეჯმენტს და სისტემურ განვითარებას ემყარება. პრაქტიკა აჩვენებს, რომ კომპანიები, რომლებიც ამ მიდგომით ხელმძღვანელობენ,  პირველივე წლებში 50–70%-ით ამცირებენ შრომით ინციდენტებს.

  • რისკების სრულყოფილი შეფასება და პრევენციული გეგმა

სისტემური მიდგომა იწყება რისკების ყოვლისმომცველი შეფასებით, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო გარემოში ყველა პოტენციური საფრთხის იდენტიფიცირებას. ეს პროცესი მხოლოდ ფორმალური დოკუმენტაციის შედგენას არ გულისხმობს,  იგი მოიცავს სამუშაო პროცესების დეტალურ ანალიზს, თანამშრომლებთან კონსულტაციებს, წარსული ინციდენტების შესწავლას და შესაძლო რისკების პროგნოზირებას. მიღებული შედეგების საფუძველზე ფორმირდება კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს პრიორიტეტებს და ადგენს პრევენციული ღონისძიებების თანმიმდევრობას.

  • ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და მუდმივი აუდიტი

ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები და მუდმივი აუდიტი უსაფრთხოების სისტემის ეფექტურობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს. თანამედროვე საინჟინრო კონტროლის სისტემები, ავტომატიზაცია, დამცავი აღჭურვილობა, მონიტორინგის პლატფორმები და ინციდენტების ციფრული რეგისტრაცია დაცვის მრავალდონიან სისტემას ქმნის. 

,,გერგილის’’ წვლილი უსაფრთხო სამუშაო გარემოს ფორმირებაში

კომპანია ,,გერგილი’’ აქტიურად მუშაობს საქართველოში შრომის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ჩვენ ვატარებთ უსაფრთხოების სრულფასოვან აუდიტებს, დეტალურად ვაკვირდებით სამუშაო პროცესებს, ვაფასებთ რეალურ რისკებს და ვადგენთ კონკრეტულ, პრაქტიკულ რეკომენდაციებს.

ჩვენი მიდგომა ემყარება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკებს, თუმცა ყოველთვის არის მორგებული ადგილობრივ რეალობაზე. არ ვთავაზობთ ერთნაირ, შაბლონურ გადაწყვეტებს, პირიქით, ყოველი კომპანია ჩვენსთვის ინდივიდუალურია თავისი პროცესებით, რისკებითა და გამოწვევებით. სწორედ ამიტომ, ვქმნით სტრატეგიებს, რომლებიც კონკრეტული ორგანიზაციის საჭიროებებს ზუსტად ერგება.

ჩვენი მუშაობა შედეგებით იზომება. ,,გერგილთან’’ თანამშრომლობის შემდეგ კომპანიები ხედავენ ინციდენტების მკვეთრ შემცირებას, შრომის უსაფრთხოების კულტურის გაძლიერებას და ოპერაციული ეფექტიანობის გაზრდას. ჩვენ გვჯერა, რომ შრომის უსაფრთხოების სტატისტიკა რეალურად უნდა გაუმჯობესდეს და ვიცით, რომ ეს მხოლოდ სისტემური და პროფესიონალური მიდგომით მიიღწევა.