გარემოზე ზემოქმედების შეფასება (EIA) უმნიშვნელოვანესი პროცესია, რადგან ის იძლევა საშუალებას განვსაზღვროთ ბიზნეს საქმიანობის პოტენციური გავლენა ბუნებაზე. დღევანდელ სამყაროში, სადაც მდგრადი განვითარება, უფრო და უფრო პრიორიტეტული ხდება, ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნების საკვანძო ასპექტი, სწორედ გარემოზე ზემოქმედების შეფასებაა. ბიზნესმენს უნდა შეეძლოს იმის განსაზღვრა თუ რა გავლენის მოხდენა შეუძლია მის ბიზნესს გარემოზე. გარემოს დაცვა დღეს განსაკუთრებულად აქტუალური თემაა, შესაბამისად არსებობს საკმაოდ ბევრი მოთხოვნა და რეგულაცია, რომელთა გათვალისწინებაც ბიზნესს ეხმარება, გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგოს ხარჯები და საზოგადოების ეკოლოგიური, მდგრადი განვითარების ნაწილში საკუთარი პასუხისმგებლობა გაიაზროს.
ყველაზე მეტად გავრცელებული შეცდომები გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში
მიუხედავად გარემოზე ზემოქმედების შეფასების მნიშვნელობისა, შეფასების პროცესში ხშირად ისეთი შეცდომები იპარება, რომლებსაც შეუძლია გამოიწვიოს გაუთვალისწინებელი ეკოლოგიური შედეგები.
ესენია:
- საბაზო პირობების არასაკმარისი კვლევა – გარემოს მიმდინარე მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაციის ნაკლებობა.
- არაპირდაპირი შედეგების იგნორირება – განხილვა მხოლოდ პირდაპირი ზემოქმედების, გრძელვადიანი ცვლილებების ანალიზის გარეშე.
- სუსტი და არასაკმარისი საჯარო კონსულტაციები – ადგილობრივ მოსახლეობასთან და ექსპერტებთან დიალოგის ნაკლებობა, რაც საბოლოოდ იწვევს დაბალი თვითშეგნების ჩამოყალიბებას.
- არასაკმარისი დეტალიზაცია იმ ზომების, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ზიანის შემცირება – კონკრეტული ნაბიჯების არარსებობა შედეგების მინიმალიზაციისთვის.
ამ შეცდომების თავიდან ასაცილებლად საჭიროა პროცესებში, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სფეროს სპეციალისტების ჩართვა და თანამედროვე ანალიტიკური ინსტრუმენტების გამოყენება. გარდა ამისა, აუცილებელია ყველა ტიპის ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევა, მოსახლეობისა და კომპანიების რეგულარული ინფორმირება სწორი გზით და მათში მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლება.
გარემოზე ზემოქმედება ბიზნესის ინტერესების წინააღმდეგ: როგორ შევინარჩუნოთ ბალანსი?
არსებობს მრავალი კომპანია, რომლებიც გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ეკონომიკური ზრდის ბარიერად აღიქვამს. ჩვენი აზრით, კი სწორად, წიგნიერად და კომპეტენტურად წარმოებული ეკოლოგიური მენეჯმენტი თავისუფლად შეიძლება გახდეს კომპანიის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი ძლიერი უპირატესობა. ამასთანავე, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ინტეგრირება არ არის მხოლოდ რეგულაციების დაცვა, არამედ, მიზნად ისახავს კომპანიის გრძელვადიანი წარმატების უზრუნველყოფას, მისთვის სანდო იმიჯის შექმნასა და საუკეთესო კუთხით პოზიციონირებას ბაზარზე, სადაც უდიდეს ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რამდენად შეესაბამება კომპანიის მსოფლმხედველობა თანამედროვე სტანდარტებს.
კომპანიები, რომლებიც ითვალისწინებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მნიშვნელობას, ყოველთვის ჯილდოვდებიან:
- რეპუტაციული სარგებლით – გარემოს დაცვა გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მომგებიანია, რადგან ის განაპირობებს ახალი ბაზრების გახსნას, ინვესტიციების მოზიდვასა და სტაბილურ ზრდადობას.
- მწვანე ინვესტიციების ხელმისაწვდომობით – გარემოზე ზემოქმედების შეფასების ინტეგრირება ბიზნეს სტრატეგიასთან საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ დავიცვათ ბუნება, არამედ, შევქმნათ მდგრადი პირობები კომპანიის ზრდისთვის.
- ჯარიმებისა და სანქციების რისკის შემცირებით – ორგანიზაციის სარგებლის ზრდა ფინანსურად.
- მომხმარებლების, თანამშრომლებისა და პარტნიორების ნდობის ზრდით.
ამრიგად, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ინტეგრირება ბიზნეს სტრატეგიასთან საშუალებას იძლევა, არა მხოლოდ დავიცვათ ბუნება, არამედ, შევქმნათ მდგრადი პირობები კომპანიის განვითარებისთვის. სარგებელი არის მრავალმხრივი და ყველა რგოლი რჩება მოგებული.
გარემოზე ზემოქმედების შეფასება არა მხოლოდ ფორმალობაა, არამედ, სერიოზული ინსტრუმენტი ეკოლოგიურად უსაფრთხო მომავლის უზრუნველსაყოფად.
გარემოს დაცვისა და შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია გერგილი 2002 წლიდან საქმიანობს, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ. კომპანიის გამოცდილება მოიცავს საჯარო და კერძო სექტორებს, მცირე ზომისა და ფართომასშტაბიან პროექტებს, როგორებიცაა ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა, წყალმომარაგება და სხვა.
გერგილი სპეციალიზებულია გარემოსდაცვითი კონსულტაციებისა და მომსახურების მიწოდებაში. ის ეხმარება ორგანიზაციებს გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულებაში, ხელს უწყობს მდგრადი განვითარების პროცესებს და უზრუნველყოფს შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, რომელიც საჭიროა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებისთვის.
კომპანიებისთვის გარემოსდაცვითი დოკუმენტების სრულფასოვნად შემუშავება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ამცირებს გარემოზე უარყოფით გავლენას, აგრეთვე, სახელმწიფო ჯარიმებსა და საქმიანობის შეწყვეტის რისკს, უზრუნველყოფს კომპანიის შესაბამისობას ადგილობრივ და საერთაშორისო გარემოსდაცვით სტანდარტებთან.
გერგილი ორგანიზაციებს ეხმარება იმით, რომ მათთვის ამზადებს და მართავს ყველა აუცილებელ გარემოსდაცვით დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას სახელმწიფო უწყებებისთვის და ხელს უწყობს პასუხისმგებლობის სწორად გადანაწილების პროცესს.
გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ ინფორმაციის გაცნობა მნიშვნელოვანია კომპანიებისთვის, იმისთვის, რომ აწარმოონ თავიანთი საქმიანობა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. ამ პროცესში ერთ-ერთი მთავარი სამართლებრივი დოკუმენტია “საქართველოს კანონი – გარემოზე ზემოქმედების შეფასების კოდექსი” (დოკუმენტის ნომერი: 890IIს), რომელიც ხელმისაწვდომია ბმულზე.
ხოლო გარემოზე ზემოქმედების ანგარიში (Environmental Impact Assessment, EIA) კი, ემსახურება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებების თავიდან აცილებას და მათი შემცირების მექანიზმების განსაზღვრას – გარემოსდაცვითი რისკების იდენტიფიცირებას, პრევენციული და შემამსუბუქებელი ღონისძიებების დაგეგმვას, საზოგადოების ინფორმირებასა და ჩართულობას გადაწყვეტილებების მიღებაში.
ამრიგად, გერგილი არის კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ყველა საჭირო გარემოსდაცვითი დოკუმენტის მომზადებას, რაც კომპანიებს ეხმარება გარემოს დაცვასა და მუშაობის წარმართვაში რეგულაციებთან შესაბამისობაში.
გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხელს უწყობს ბიზნეს საქმიანობის ბუნებაზე მავნე ზემოქმედების მინიმუმამდე შემცირებას, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნებასა და მდგრადი განვითარების სტაბილურ წინსვლას. აუცილებელია ამაღლდეს ცნობიერება და, როგორც ბიზნესის მფლობელებს, ისე მათ მომხმარებლებს ესმოდეთ, რომ პლანეტა არ არის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი და მისი დაბინძურება გრძელვადიან, ნეგატიურ და ყველასთვის სახიფათო შედეგებს გამოიწვევს.
ბიზნესის მფლობელების სწორი აზროვნება, ცხადია, ხელს შეუწყობს განვითარებული, ეკომეგობრული გარემოს შექმნასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული თემების პოპულარიზაციას.
ამ მიდგომის განხორციელება არა მხოლოდ აკმაყოფილებს გარემოს დაცვის პოლიტიკის მოთხოვნებს, არამედ, ქმნის კავშირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ახალი ტექნოლოგიები. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება და გარემოზე ზემოქმედების შეფასების კომპეტენტურად მართვა კი ეკოლოგიურ მოთხოვნებსა და ბიზნესის ინტერესებს შორის ბალანსის დაცვის შესაძლებლობას იძლევა.
ეს ყველაფერი კაცობრიობის ჰარმონიულ მომავალს შექმნის, სწორედ ამიტომ, კომპანია “გერგილი” ჩართულია გარემოს დაცვის საკითხების შეფასების, როგორც სერვისის პოპულარიზაციის პროცესშიც, ასევე, საზოგადოების მენტალური ზრდისა და სწორი, თანამედროვეობისთვის შესაბამისი, გრძელვადიან, პოზიტიურ შედეგებზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოყალიბების პროცესშიც.
