კომპანია „გერგილი“ საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტებისთვის.

უზრუნველყოფს ობიექტს სერთიფიცირებული და შესაბამისი გამოცდილების მქონე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტებით, რომლებიც სამუშაოს სპეციფიკის შესაბამისი პერიოდულობით/მუდმივად დაათვალიერებენ სამუშაო გარემოს.

შრომის უსაფთრთხოების სისტემის დანერგვა და მართვა

გერგილის კვალიფიციური და გამოცდილი გუნდი დაგეხმარებათ შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვა/მართვასა და შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატის მოპოვებაში, საერთაშორისო და საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილი დოკუმენტაციის შემუშავება/განახლებაში:

  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა;
  • შრომის უსაფრთხოების გეგმა;
  • საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმა;
  • სამუშაო სპეციფიკის პროცედურების შემუშავება და სხვა.

სამუშაო სივრცეში რისკების შეფასება

შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები უზრუნველყოფენ სამუშაო სივრცეში საფრთხეების იდენტიფიცირებას და რისკების შეფასებას, სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე:

  • გეგმიურად;
  • სამუშაო პროცესის ცვლილების დროს;
  • ტექნიკური ცვლილების დროს;
  • სამუშაო გარემო პირობების ცვლილების დროს და სხვა.

დასაქმებულებისთვის სწავლება/ინსტრუქტაჟების ჩატარება

შრომითი უსაფრთხოების დანერგვის პროცესში გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა კომპანიებთან, მათი სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით:

  • შრომის უსაფრთხოება და მისი მნიშვნელობა;
  • სიმაღლეზე მუშაობა;
  • საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება;
  • მძიმე ტვირთის ხელით აწევა და სხვა.

ფიზიკური ფაქტორების გაზომვა

ფიზიკური ფაქტორების გაზომვა შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით: 

სამუშაო სივრცეში ფიზიკური ფაქტორების გაზომვა დაკალიბრებული ხელსაწყოებით და გაზომვების ანგარიშის მომზადება

evacuation-plan

საევაკუაციო გეგმის მომზადება

გერგილი გთავაზობთ საევაკუაციო გეგმის შემუშავების სრულფასოვან და პროფესიონალურ მომსახურებას:

  • შეესაბამება საქართველოს მთავრობის დადგენილების №370 დანართი N1-ს — „სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ“;
  • უზრუნველყოფს შენობაში მყოფ პირთა უსაფრთხო და ეფექტურ ევაკუაციას საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში.

პარტნიორი კომპანიები

ხშირად დასმული კითხვები

1. რა არის შრომის უსაფრთხოება?

 შრომის უსაფრთხოება გულისხმობს სისტემას, რომელიც იცავს თანამშრომელთა ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს სამუშაო პროცესში. საქართველოში ეს მიმართულება რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით, ხოლო კომპანია „გერგილი“ უზრუნველყოფს შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვას საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების შესაბამისად.

 „გერგილის“ შრომის უსაფრთხოების სპეციალისტები ამზადებენ საჭირო დოკუმენტაციას: შრომის უსაფრთხოების პოლიტიკას, გეგმას, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების გეგმას და სამუშაო სპეციფიკის შესაბამის პროცედურებს. გუნდი უზრუნველყოფს სისტემის დანერგვას, მართვას და პერიოდულ კონტროლს.

 სიმაღლეზე მუშაობა ითვლება მაღალი რისკის საქმიანობად. გერგილი ატარებს შესაბამის ტრენინგებს, ამზადებს უსაფრთხოების გეგმებს და უზრუნველყოფს დამცავი აღჭურვილობის გამოყენებას, კანონით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად.

 შრომის უსაფრთხოების ტრენინგი მიზნად ისახავს თანამშრომელთა ცოდნის ამაღლებას, იმისთვის, რომ დაიცვან უსაფრთხოების წესები სამუშაო პროცესში და ჰქონდეთ შესაბამისი უნარები, საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისთვის. “გერგილი” ატარებს ტრენინგებს თემებზე, როგორიცაა სიმაღლეზე მუშაობა, მძიმე ტვირთის ხელით აწევა და სხვა.

სამშენებლო სექტორში, მნიშვნელოვანია დავიცვათ უსაფრთხოების წესები. სწორედ ამიტომ, ეს სფერო განსაკუთრებულ კონტროლს საჭიროებს. “გერგილის” სერტიფიცირებული სპეციალისტები ახორციელებენ რისკების შეფასებას, ამზადებენ უსაფრთხოების გეგმებს და პერიოდულად ამოწმებენ სამუშაო გარემოს შესაბამისობას ნორმებთან.