- რა არის გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკანონმდებლო საფუძველი საქართველოში?
საქართველოს კანონი “გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ”. ეს კანონი არეგულირებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. - რა ეტაპებისგან შედგება გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი?
1) სკრინინგი: სკრინინგის (გაცხრილვა) პროცესში განისაზღვრება – საჭიროებს თუ არა კონკრეტული პროექტი გზშ-ს და რა მასშტაბის გზშ არის საჭირო.
2)სკოპინგი: გზშ-ის (გარემოზე ზემოქმედების შეფასების) პროცესის ადრეული ეტაპია, რომელიც მიზნად ისახავს პროექტის ან საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვან გარემოსდაცვით საკითხთა იდენტიფიცირებას შემდგომი შეფასებისთვის. ამ ეტაპზე უზრუნველყოფილია საზოგადოების ჩართულობა საჯარო განხილვის გზით, რაც ხელს უწყობს პროექტის პოტენციური ზემოქმედების მასშტაბებისა და მნიშვნელობის უფრო ზუსტ განსაზღვრას.
3) გზშ ანგარიშის მომზადება: სკოპინგის დასკვნაზე დაყრდნობით გარემოზე ზემოქმედების შეფასების მომზადება, რომელიც მოიცავს გარემოზე ზემოქმედების ანალიზს, შემარბილებელ ღონისძიებებსა და მონიტორინგის გეგმას. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში ასევე ხდება საზოგადოების მონაწილეობა (საჯარო განხილვა);
4)გადაწყვეტილების მიღება: გარემოს ეროვნული სააგენტო იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას გასცემს თუ არა გარემოსდავცვით გადაწყვეტილებას.
5)პროექტის განხორციელება: მას შემდეგ, რაც გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცემა პროექტის განხორციელების ნებართვა, რომელმაც უნდა შეასრულოს პირობები გზშ ანგარიშის გათვალისწინებით. - რომელი პროექტები საჭიროებს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას?
გარემოზე ზემოქმედების შეფასება (გზშ) სავალდებულოა იმ პროექტებისთვის, რომლებმაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე. საქართველოში ამ პროექტების ჩამონათვალი განსაზღვრულია “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი” დანართი I და II.
¨კოდექსის I დანართი – გზშ-ს დაქვემდებარებული საქმიანობები
კოდექსის II დანართი – საქმიანობები, რომლებიც სააგენტოს (სკრინინგის) გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიძლება დაექვემდებარონ გზშ-ს - როგორ გავლენას ახდენს გარემოზე ზემოქმედების შეფასება პროექტის განხორციელებაზე?
1. გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება
გზშ საშუალებას აძლევს პროექტის ავტორებს დროულად გამოავლინონ შესაძლო უარყოფითი ზემოქმედებები გარემოზე (მიწაზე, წყალზე, ჰაერზე, ბიომრავალფეროვნებაზე და სხვ.)
2. სამართლებრივი შესაბამისობა და ნებართვების მიღება
ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით, გზშ სავალდებულოა გარკვეული ტიპის პროექტებისთვის (მაგ., ინფრასტრუქტურული, სამრეწველო, ენერგეტიკული). გზშ-ის მომზადება აუცილებელი პირობაა ნებართვის ან ლიცენზიის მისაღებად. პროექტის გარეშე გზშ-ის დამტკიცებისა ვერ განხორციელდება.3. საზოგადოებრივი ჩართულობა და მხარდაჭერა
გზშ-ის პროცესი, როგორც წესი, მოიცავს საზოგადოების ინფორმირებასა და კონსულტაციებს. ეს ზრდის გამჭვირვალობას, ხელს უწყობს სოციალური კონფლიქტების თავიდან აცილებას და ზრდის საზოგადოებრივი მხარდაჭერის შანსს.4. სოციალური რისკების შემცირება
გარემოსდაცვითი რისკების მართვა თავიდან აცილებს მომავალ ფინანსურ ტვირთს (მაგ., ჯარიმებს, სამართლებრივ დავებს ან გარემოს აღდგენის ვალდებულებებს).5. პროექტის ოპტიმიზაციაგზშ-ის მეშვეობით ხშირად ხდება პროექტის ალტერნატიული ვარიანტების განხილვა, რაც შეიძლება გამოიწვიოს უკეთესი ტექნიკური და ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება.საკონსულტაციო კომპანია „გერგილი” დამკვეთს სთავაზობს გარემოსდაცვითი დოკუმენტების მომზადებასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებას. დოკუმენტებში შედის – გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების ანგარიში (ESIA), გარემოსდაცვითი მართვის გეგმა (EMP), გარემოსდაცვითი აუდიტის დასკვნა (EAR) და სხვა. „გერგილის” მომსახურება სრულად უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის დაცვას გარემოს დაცვის საკითხებთან დაკავშირებული რისკებისგან.
