ქეთევან სულაქველიძე

ქეთევან სულაქველიძე   კომპანია „გერგილში’’ შრომის უსაფრთხოების პროექტების მენეჯერი გახლავთ. ქეთევანი კომპანიას 2019 წელს შემოუერთდა.

ქეთევანი ფლობს მაგისტრის ხარისხს საჯარო მართვაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისგან. მისი სამაგისტრო ნაშრომის თემა  გახლდათ საქართველოს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონის აღსრულების გამოწვევების შეფასება„. აღნიშნულ  თემაზე მუშაობამ ქეთევანს ჩამოუყალიბა მისწრაფება მოღვაწეობა გაეგრძელებინა შრომის უსაფრთხოების სფეროში. ამ მოტივაციის საფუძველზე ქეთევანი  გახდა სერტიფიცირებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი.

ქეთევანის მოსაზრებით, აუცილებელია საქართველოში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, რადგან ეს სფერო ჯერ კიდევ ახალი გამოწვევაა ქვეყნისთვის. მისი აზრით, სწორი მექანიზმების შემუშავებით შესაძლებელია აღნიშნული სფეროს წარმატებული მართვა.