მარიამ კასრაძე

მარიამ კასრაძეს კომპანია „გერგილში“ უკავია მარკეტინგის მენეჯერის პოზიცია და კომპანიის გუნდის წევრია 2019 წლიდან.

მარიამი მიიჩნევს რომ მარკეტინგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ყველა ტიპის კომპანიისთვის, რადგან ბაზარზე საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის ნებისმიერ ბიზნესს ესაჭიროება პოპულარიზაცია. მას აქვს გამოცდილება პროექტის მენეჯმენტში და გერგილისთვის ციფრულ და ტრადიციულ მარკეტინგს მართავს.  მარიამს სჯერა რომ დღევანდელ ციფრულ სამყაროში სოციალურ მედიას უპირატესობა ენიჭება სხვა მარკეტინგულ აქტივობებთან შედარებით და სწორედ ამიტომ უთმობს  დიდ დროს ფეისბუქისა და გუგლის  პლატფორმებზე  მუშაობას.

მარიამი ფლობს ბაკალავრის ხარისხს ეკონომიკაში და არის სერტიფიცირებული ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი.