- მაისი 3, 2021
- Posted by: admin
- Categories:

ირაკლი რამიშვილი იკავებს მთავარი ოპერაციული ოფიცერის (COO) და გარემოს დაცვის, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების ექსპერტის თანამდებობას კოპანია “გერგილში”. ირაკლი კომპანიას 2018 წლიდან შემოუერთდა.
მისი გამოცდილება მოიცავს ისეთ საქმიანობას, როგორიც გახლავთ: შესაბამისობის აუდიტის უზრუნველყოფა და გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოებისა და სოციალური რისკების შეფასება EBRD-ის მოთხოვნების და პროექტების ფარგლებში (ჰიდრო ელექტრო სადგურები, თბოელექტროსადგურები, სხვადასხვა სახის საწარმოები და ა.შ.). გარემოზე ზემოქმედების შეფასება, ნარჩენების მართვის პროცედურები, ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების სისტემის შემუშავება, ტრენინგების ჩატარება, გარემოსდაცვითი მართვის გეგმების შემუშავება და ა.შ.
ირაკლის ფლობს მაგისტრის ხარისხს გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის საფუძველზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) და ამ ეტაპზე, ირაკლი მუშაობს სადოქტორო ხარისხზე გარემოს ინჟინერიისა და უსაფრთხოების დარგში წყლის ინჟინერიის სადოქტორო პროგრამის საფუძველზე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. გარდა ამისა, ირაკლი ფლობს ბაკალავრის დიპლომს საჯარო მმართველობაში, რომელიც მიანიჭა მას კავკასიის უნივერსიტეტმა.
ირაკლი, ასევე, ფლობს შემდეგ სერტიფიკატებს: შრომის უსაფრთხოებისა და ჯამრთელობის დაცვის სპეციალისტის სერტიფიკატი საქართველოში აკრედიტებული კურსის ფარგლებში, რომელიც მიანიჭა მას ბიზნესისა და ტექნოლოგიის აკადემიამ, დამატებით, შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის სერტიფიკატი – ტრენინგი ჩატარებულია სოფლის მეურნეობისა და ბიო სისტემების საინჟინრო ფაკულტეტის OSHA ცენტრის მიერ, ასევე, მსოფლიო ბანკის ჯგუფის სერტიფიკატი – საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) – მდგრადობის ტრენინგი და პროექტის მართვის სერტიფიკატი, რომელიც მიანიჭა მას მართვის აკადემიამ.