- ნოემბერი 2, 2021
- Posted by: gergili_2021
- Category: სტატიები
კომენტარები ჯერ არ არის



საქართველო, 2020 წლის მარტი: კომპანიამ პირველივე ეტაპზე გაიზიარა საერთაშორისო გამოცდილება და ეროვნული რეგულაციების გათვალისწინებით, გადავიდა სრულად დისტანციურ სამუშაო პროცესზე. სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, სიტუაცია უჩვეულო აღმოჩნდა, თუმცა პირველივე დღეებში კომპანიის მენეჯმენტმა შეიმუშავა პანდემიის მართვის გეგმა, რომელმაც ეფექტურ შედეგებამდე მიგვიყვანა:
✓ კომპანიის შიდა კომუნიკაციისთვის შეირჩა ონლაინ პლატფორმა, რომელიც ამ ეტაპზეც წარმატებულად გამოიყენება
✓ საოფისე სივრცე მოეწყო ეროვნული და საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად
✓ შემუშავდა ინფორმაციული მასალა და დასაქმებულებს ჩაუტარდა COVID-19 პანდემიის პირობებში უსაფრთხოდ მუშაობის ტრენინგი.
ვაქცინაციის პროცესი:
✓ კომპანია „გერგილი“-ის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში პირველივე ეტაპზე აქტიურად ჩაერთნენ
✓ კომპანიის ყველა დასაქმებული სრულად ვაქცინირებულია, სამედიცინო დასაბუთების საფუძველზე აუცრელი თანამშრომლის გარდა.
✓ პანდემიის დაწყებიდან დღემდე კომპანიაში დაფიქსირდა დაინფიცირების მხოლოდ ორი შემთხვევა და ვაქცინაციის ეფექტურობიდან გამომდინარე პროცესმა გართულებების გარეშე ჩაიარა.
მოგეხსენებათ, „გერგილი“- ის ერთ-ერთ მიმართულებას შრომის უსაფრთხოება წარმოადგენს, შესაბამისად კომპანია პანდემიის პირობებში არა მხოლოდ საკუთარ თანამშრომლებზე, არამედ პარტნიორი ორგანიზაციების დასაქმებულთა ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. საქართველოში კორონა ვირუსის გავრცელების პირველი ეტაპიდან, შპს „გერგილის“ ექსპერტებმა პარტნიორი და დაინტერესებული მხარეებისთვის შეიმუშავეს „COVID 19- საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმები“; განხორციელდა : დასაქმებულების სწავლება, სამუშაო სივრცეების რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანა და კონტროლი, სამუშაო პროცედურების შემუშავება; აღნიშნული პროცესები ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს და კომპანია კონსულტაციას უწევს ყველა დაინტერესებულ პირს თუ ორგანიზაციას.
