გარემოს დაცვა

შპს „გერგილი“ დამკვეთს სთავაზობს გარემოსდაცვითი საკითხების გადაჭრის სერვისების ფართო არჩევანს. კომპანიის დამკვეთები არიან კომერციული ობიექტების მფლობელები და დამფინანსებლები, ენერგო სადგურები, სხვადასხვა მწარმებელი ქარხანა, სამედიცინო მოწყობილობების მწარმოებლები, მბეჭდავები, საავადმყოფოები, უნივერსიტეტები, ნახევარგამტარი აღჭურვილობის მწარმოებლები, ნახევარგამტარების ქარხნები და სხვა.
მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე “გერგილის” გუნდის წევრები ქმნიან ხარისხიან პროდუქტს, ისეთ დოკუმენტაციას როგორიცაა: გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების ანგარიში (ESIA), გარემოსდაცვითი მენეჯმენტის მართვის გეგმა (EMP) და გარემოსდაცვითი აუდიტის დასკვნები (EAR).

სკრინინგის, სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის მომზადება
  • საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის  შესაბამისად სკრინინგის, სკოპინგის და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტაციის მომზადება;
  • ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩამდინარე წყლებთან ერთად ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების (ზდჩ) ნორმების პროექტის მომზადება;
  • ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის ნორმების პროექტის  მომზადება;
  • ზურმუხტის ქსელის ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება.
სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (სგშ)

კომპანია გერგილის მომსახურების სფეროში შედის საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების დოკუმენტის მომზადება.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისობის უზრუნველყოფა

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულების მიზნით, კომპანია გერგილი უზრუნველყოფს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობს სამინისტროს მიერ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესრულების  უზრუნველყოფას, რათა არ მოხდეს მეწარმე სუბიექტის გარემოსდაცვითი პირობების შეუსრულებლობის გამო დაჯარიმება. კომპანიის მომსახურების სფეროში აგრეთვე შედის გარემოსდაცვითი  აუდიტის ანგარიშების მომზადება.

გარემოსდაცვითი საკითხების იურიდიული მომსახურება

დაგეგმილი სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების რისკების სამართლებრივი შეფასება.  მეწარმე სუბიექტის გარემოსდაცვითი კუთხით სამართლებრივ  დავებში წარმომადგენლობა.

ფონური კვლევები

კომპანია გერგილი აგრეთვე უზრუნველყოფს გარემოზე ზემოქმედების პროცესების შეფასებისთვის საჭირო საველე სამუშაოების უზრუნველყოფას, რომელიც მოიცავს:

  • ბიომრავალფეროვნების;
  • გეოლოგის;
  • ჰიდროლოგის;
  • სხვა ფიზიკურ და ქიმიურ ლაბორატორიულ კვლევებს.

მომსახურება მოიცავს აგრეთვე ბიომრავალფეროვნების კვლევების მომზადებას როგორიცაა: კრიტიკული ჰაბიტატების შეფასება, შესაბამისობის კვლვებისა და ზურმუხტის ქსელის ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება.

გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის სისტემის უზრუნველყოფა

სამშენებლო ობიექტის მოწყობა გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების სტანდარტის ISO 14001 შესაბამისად. მომსახურეობა მოიცავს გარემოსდაცვითი და სოცილაური მართვის გეგმის და პროექტთან დაკავშირებული დაბინძურების, საგანგებო სიტუაციების, ნარჩენების მართვის, ხმაურისა და ვიბრაციის გაზომვის და სხვა გეგმების შემუშავებას.

ნარჩენების მართვის გეგმა

ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმება და გეგმის მოთხოვნების შესაბამისად სამინისტროსთან ყოველწლიური ანგარიშგება.

საპროექტო გეგმების შემუშავება

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად  რეკულტივაციის გეგმების, ფუჭი ქანების სანაყაროს, ხე-ტყის აღრიცხვის დოკუმენტაციის და  საბადოს დამუშავების პროექტების მომზადება.

გარემოსდაცვითი ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარება

კომპანია გერგილი სთავაზობს კლიენტებს გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების ტრენინგებისა და ინსტრუქტაჟების ჩატარებას. ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფენ საქართველოს კანონმდებლობის ISO სტანდარტის შესაბამისად სერტიფიცირებული ტრენერები. ტრენინგების მოდულები მოიცავს:

  • გარემოსდაცვითი შეფასების პრინციპებს;
  • გარემოზე ზემოქმედების გადაწყვეტილების პირობების შესრულების აუცილებლობას;
  • გარემოსდაცვითი აუდიტის მნიშვნელობას;
  • სამშენებლო ობიექტის გარემოსდაცვითი და შრომის უსაფრთხოების სტანდარტების მიხედვით მოწყობის უზრუნველყოფას.