ჩვენ შესახებ

შპს „გერგილი“ დაარსდა 2002 წელს საქართველოში, ქ. თბილისში. დაარსებიდან დღემდე შპს „გერგილი“-ს ცნობადობა მთელი ქვეყნის მასშტაბით მნიშვნელოვნად გაიზარდა. კომპანიას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება გარემოსდაცვით, შრომის უსაფრთხოებაში, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხებში საკონსულტაციო მომსახურების კუთხით.

კომპანიის საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს საერთაშორისო და სახელმწიფო პროექტებში გამოცდილებას. „გერგილი“-ს გუნდმა მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ, ენერგეტიკულ, საგზაო, წყალმომარაგების სისტემებისა, საზღვაო და სოფლის მეურნების პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა: ანაკლიის ღრმაწლოვანი პორტის მშენებლობა, მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი, ალავერდის 220კვ გადამცემი ხაზის მშენებლობა, ლახამის ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობა და სხვა.

გერგილი წარმოადგენს მომავალზე ორიენტირებულ პროფესიონალთა ჯგუფს, რომელსაც გააჩნია შესაბამისი გამოცდილება და მისწრაფებები.

Blue Brushstroke Moms Influencer Asymmetry Facebook Post Set

ჩვენი მისია

გერგილი – ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის კომპანია უკვე 2 ათწლეულია HSE საკონსულტაციო სერვისების წამყვანი მომწოდებელია. ჩვენი კომპანია მიზნად ისახავს ქვეყანაში ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას. გერგილი აპირებს შეასრულოს მთავარი როლი ინდივიდუალურად და სხვა სტრუქტურებთან ერთად, რათა დაეხმაროს ინდუსტრიას პრობლემების იდენტიფიცირებასა და სწორი ქმედებების განსაზღვრაში. ჩვენი მიზანია მივაწოდოთ საერთაშორისო და ეროვნული HSE სტანდარტების მოთხოვნებით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები.

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს მათი რესურსების ეფექტურად გამოყენებაში. გერგილის გუნდი ენთუზიაზმით ეჭიდება მნიშვნელოვან პროექტებს. ჩვენი კომპანია მზადაა ახალი იდეებისთვის საზოგადოებისა და გარემოსთვის უფრო მასშტაბური და უკეთესი ცვლილებების განხორციელების მიზნით.

ჩვენ ორიენტირებულები ვართ მომხმარებლების დაცვაზე. ჩვენ ვზრუნავთ გარემოზე და თქვენს უსაფრთხოებაზე.

ჩვენი გამოცდილება

გარემოსდაცვითი მომსახურება 87%
შრომის უსაფრთხოება 75%

გჭირდებათ მაღალი ხარისხის გარემოსდაცვითი მომსახურება??