ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი განიხილება, როგორც შავი ზღვის ღრმა პორტებს შორის ერთ-ერთი უდიდესი პორტი. პროექტი ითვალისწინებს ტვირთების მიწოდებას შუა აზიის ქვეყნებში და ეს იქნება ჩინეთის მხრიდან ტვირთის ტრანზიტის ერთ-ერთი უდიდესი კერა. პროექტს ახორციელებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი (ADC). შპს „გერგილმა“, როგორც კონსორციუმის კონტრაქტორმა, შეასრულა ბიომრავალფეროვნების საბაზისო კვლევები, მათ შორის ჰაბიტატის კრიტიკული შეფასება გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის შემუშავებისთვის, რომელიც მომზადებულია როიალ ჰასკონინგის მიერ. შპს „გერგილმა“ ასევე შეიმუშავა ანაკლიის ღრმა საზღვაო ნავსადგურის ნაყარი ტერმინალის მასშტაბის განსაზღვრისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშები ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიამ ჩაატარა პროექტის მიწისქვეშა და ზედაპირული წყლების მონიტორინგი, როგორც ამას მოითხოვს მიწისქვეშა წყლის მონიტორინგის გეგმა, პიეზომეტრების მონტაჟის ჩათვლით.

 

დაწყების თარიღი: 2016 წლის მარტი

დასრულების თარიღი: 2019 წლის ოქტომბერი

ქვეყანა: საქართველო

დამკვეთი: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

დაფინანსება: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი