სტრესის გამომწვევი სამსახურეობრივი ფაქტორები – გერგილი

სტრესის გამომწვევი სამსახურეობრივი ფაქტორები

დამსაქმებლებს აქვთ იურიდიული ვალდებულება დაიცვან თანამშრომლები სამსახურეობრივი სტრესისგან, რისკის შეფასებითა და მასზე შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარებით.

შრომის უსაფრთხოების შესახებ ნორმები განსაზღვრავს სტრესს, როგორც „ადამიანის არასასურველ რეაქციას გადამეტებით ზეწოლასა და სხვადასხვა პასუხისმგებლობებზე რაც მათ ეკისრებათ“.

თანამშრომლები სტრესს განიცდიან როდესაც ვერ უმკლავდებიან ზეწოლას. დამსაქმებლებმა უნდა განსაზღვრონ თანამშრომლებისთვის წაყენებული მოთხოვნები მათი უნარ-ჩვევებისა და ცოდნის მიხედვით. მაგალითად, თანამშრომლებმა შესაძლოა განიცადონ სტრესი, თუ გრძნობენ, რომ არ აქვთ შესაბამისი უნარი ან საკმარისი დრო დავალების შესასრულებლად. გეგმის, ტრენინგის და მხარდაჭერის მიღებამ შესაძლოა შეამციროს სტრესის მიღების რისკები.

რისკების არასწორი მართვის შემთხვევაში, 6 ძირითადი ფაქტორის ამოცნობა შეიძლება რასაც სტრესის მიღებასთან მივყავართ. ესენია: მოთხოვნები, კონტროლი, მხარდაჭერა, ურთიერთობები, როლი და ცვლილებები.

მაგალითად, თანამშრომლებმა შეიძლება თქვან, რომ ისინი:

  • ვერ უმკლავდებიან თავიანთი სამუშაოს მოთხოვნებს;
  • სამუშაოს ნაკლებობას განიცდიან;
  • შეცდომის დაშვების ან იმედების გაუმართლებლობის შიში აქვთ;
  • არ შეუძლიათ გააკონტროლონ თავიანთი საქმის შესრულების ჯეროვნება;
  • არ იღებენ საკმარის ინფორმაციას და/ან დახმარებას;
  • აქვთ რთული ურთიერთობა თანამშრომლებთან, ან ისინი განიცდიან ბულინგს;
  • სრულად ვერ აცნობიერებენ მათ როლს და პასუხისმგებლობებს;
  • არ არიან ინფორმირებულნი, როდესაც კომპანიაში ცვლილებებია.

სტრესი ადამიანებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს – ის რაც აყენებს სტრესს ერთ ადამიანს შესაძლოა საერთოდ არ მომქმედებდეს მეორეზე. ისეთმა ფაქტორებმა კი, როგორიცაა უნარები და გამოცდილება, ასაკი ან შეზღუდული შესაძლებლობები, შეიძლება ნებისმიერ შემთხვევაში გავლენა იქონიონ თანამშრომელზე.

სტრესს აქვს სხვადასხვა გამოვლენის სახე, როგორიცაა ფსიქოლოგიური (მომატებული არტერიული წნევა, დაღლილობა, წონის მკვეთრი ცვალებადობა, თავის ტკივილები, მოჭარბებული ოფლდენა, კისრისა და მხრების ტკივილი, თავბრუსხვევა და დაქვეითებული იმუნიტეტი), ემოციური (დაძაბულობა, ღელვა, დეპრესია, თვითშეფასების დაქვეითება), ქცევითი გამოვლინებები (უძილობა, აგრესიულობა, პასიურობა, სამსახურეობრივი კონფლიქტი და გაცდენები).

თქვენს თანამშრომლებთან აქტიური კომუნიკაციით და იმის ცოდნით, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ სტრესის ნიშნები, შეგიძლიათ შეამციროთ სტრესის რისკები თქვენს სამუშაო გარმეოში.

დამქირავებელს აქვს ვალდებულება შეაფასოს თქვენს ჯანმრთელობაზე არსებული საფრთხეები სამსახურეობრივ სტრესთან მიმართებაში და გაგიზიაროთ რისკების შეფასების შედეგები. დამსაქმებელს შეუძლია დაიცვას შრომის უსაფრთხოების ნორმები და მენეჯმენტის სტანდარტები, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს სამსახურეობრივი სტრესის გამომწვევი ძირითადი მიზეზების დადგენასა და მართვას.