სამგორის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტი

საქართველოს მთავრობა და საქართველოს გაზსაცავის კომპანია (GGSC) აგრძელებენ სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტების განხორციელებას, კერძოდ, სამგორის სამხრეთ გუმბათის (SSD) მიწისქვეშა გაზსაცავის (UGS) ობიექტის მშენებლობას.

შპს გერგილი, როგორც როიალ ჰასკონინგის (ნიდერლანდები) ქვეკონტრაქტორი მონაწილეობდა სკოპინგისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ESIA) ანგარიშების შემუშავებაში, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. შპს გერგილის ძირითადი როლი იყო როიალ ჰასკონინგის დახმარება ფიზიკური გარემოს საბაზისო კვლევების, ბიომრავალფეროვნების კვლევების, ხმაურის, ჰაერის ემისიის და ა.შ. შემუშავებაში. შპს გერგილი მონაწილეობდა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან და ინსტიტუტებთან საჯარო კონსულტაციის ორგანიზებაში. კომპანია ჩაერთვება პროექტის HSE ზედამხედველობის საქმიანობაში.

 

დაწყების თარიღი: 2019 წლის მარტი

დასრულების თარიღი: მიმდინარე

ქვეყანა: საქართველო

დამკვეთი: საქართველოს გაზსაცავის კომპანია (GGSC)

დაფინანსება: KFW განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) – სესხი GOGC– სთვის