- დეკემბერი 27, 2020
- Posted by: Admin
- Category: სტატიები
კომენტარები ჯერ არ არის

პანდემიის პერიოდში ბიზნესი სწრაფად უნდა მოერგოს ახალ პირობებს, რათა უსაფრთხოდ მუშაობა უზრუნველყოს. აუცილებელია ზრუნვა ეფექტურ სანიტარულ და სადეზინფექციო ტექნიკაზე, სამუშაო ადგილზე ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა შპს „გერგილმა“ თავის მრავალ სერვისს დეზინფექცია დაამატოს.
კომპანია გერგილი, BBE სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია – სთან თანამშრომლობით, გთავაზობთ სადეზინფექციო მომსახურებას, მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული სადეზინფექციო ხსნარის გამოყენებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების მიხედვით, ხსნარის ეფექტურობა დადასტურებულია ლუგარის ლაბორატორიის მიერ. ხსნარი მაღალეფექტურია არსებული ეპიდემიის ფონზე, კორონავირუსის მიმართ და ასევე ანადგურებს სხვა ვირუსებსა და ბაქტერიებს.