გზშ-ს ანგარიშის მომზადება XIF სალიცენზიო ბლოკში ნავთობისა და გაზის რესურსების გამოყენების შესახებ

პროექტის მიზანია ნავთობის საბადოების განვითარება ნავთობის მოსაპოვებლად და წარმოებისთვის. ნორიოს საოპერაციო კომპანიამ დაიქირივა შპს „გერგილი“, რათა მოემზადებინა გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) ნავთობისა და გაზის რესურსების გამოყენებისთვის, საქართველოს XIF სალიცენზიო ბლოკში. შპს “გერგილი” მონაწილეობდა ბიომრავალფეროვნების, ფიზიკური გარემოს, ნიადაგის, ჰაერის, ხმაურის საბაზისო კვლევების შეგროვებაში, მონაწილეობდა დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრებში და ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ საზოგადოებრივ შეხვედრებში. შპს “გერგილმა” შეიმუშავა სკოპინგის ანგარიში, რასაც მოჰყვა ზემოქმედების ანალიზი და გზშ-ს დოკუმენტის შემუშავება და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღება, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა.

 

დაწყების თარიღი: 2018 წლის ოქტომბერი

დასრულების თარიღი: 2019 წლის ივნისი

ქვეყანა: საქართველო

დამკვეთი: “ნორიოს საოპერაციო კომპანია”

დაფინანსება: “ნორიოს საოპერაციო კომპანია”