გეო-საინფორმაციო სისტემები

გამოცდილი გეოსივრცული ტექნოლოგიის პროფესიონალების დახმარებით შპს „გერგილი“ გთავაზობთ გეოგრაფიული საინფორმაციო სერვისების ფართო სპექტრს, რაც მოიცავს გეოსივრცითი ინფორმაციის მომზადებას, ინტეგრაციას, ანალიზს, ვიზუალურ სიმულაციასა და პროგრამის შემუშავებას. ჩვენი ინდუსტრიული სტანდარტების შესაბამისად ვიყენებთ GIS, Computer-Aided Design (CAD), GPS-ს და დისტანციური აღქმის პროგრამებს, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შევქმნათ უნაკლო გეოსივრცითი ტექნოლოგიური დაგეგმვის, მართვისა და გადაწყვეტილებების მიღების სისტემა.

ველზე დაგეგმარებასთან ერთად ჩვენ ვიყენებთ სწრაფად განვითარებად ონლაინ ვირტუალური დაგეგმარების ინსტრუმენტებს, როგორიცაა Google Earth™, რათა უზრუნველვყოთ პირდაპირი და ზუსტი გეოსივცითი ინფორმაციის მოპოვება დინამიურ სამ-განზომილებიან გარემოში. თქვენ აღარ დაგჭირდებათ სურათის წარმოდგენა და საბოლოო პროექტის ვიზუალის ფანტაზიაში დამუშავება. სივრცითი მოლირების ინსტრუმენტების დახმარებით, რომლებიც უზრუნველყოფენ რეალური სამყაროს პირობების სიმულირებას, შპს „გერგილი“ დაგეხმარებათ მაქსიმალურად ზუსტად დაინახოთ პროექტის ყველა მოსალოდნელი ვიზუალი.