ჯანდაცვა და უსაფრთხოება

დღევანდელი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების რისკების შეფასების გაძლიერებული და განვითარებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე ნებისმიერი პროექტისათვის ფუნდამენტალური ღირებულების მქონეა რისკების სწორი შეფასება და ინვესტორებთან, მომუშავე პერსონალთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას მაქსიმალურად უსაფრთხო და ჯანმრთელი სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.სწორად მომზადებული ჯანდაცვისა და გარემოსდაცვითი პროგრამის შემუშავება ამ მიზნის მიღწევის მთავარი საშუალებაა. სარგებელის მისაღებად ასევე უმნიშვნელოვანესია რისკების მართვა, ხარჯების მინიმიზაცია, ეფექტური ოპერაცია, კომპეტენტური წინსვლა და პოზიტიური აღქმის ჩამოყალიბება, რაც ეფექტური და უსაფრთხო პროგრამის საწინდარია.

შპს „გერგილს“ გააჩნია ფართო გამოცდილება ხარჯების მინიმიზაციის მიდგომების შემუშავებაში მარეგულირებელი სააგენტოებისა და ადგილობრივი თუ სახელმწიფო სააგენტოების მთელი რიგი რეგულაციების გათვალისწინებით. შპს „გერგილს“ შემუშავებული და განხორციელებული აქვს უსაფრთხოების პროგრამები ქიმიური ჰიგიენის, ქიმიური სათავსოს, ინდუსტრიული ჰიგიენის, რადიაციული უსაფრთხოების, ბიოუსაფრთხოების, სახიფათო ნარჩენებისა და სიცოცხლისთვის უსაფრთხო ერგონომიკის მიმართულებით. ჩვენი ტრეინინგები, შესრულების აუდიტი, ველზე დახმარება და პროცესის შეფასების სერვისი დაგეხმარებათ გაზარდოთ უსაფრთხოება და ეფექტურობა თქვენი პროექტისთვის. ჩვენ ასევე დაგეხმარებით შესრულების პროცესში.