ვინ ვართ ჩვენ

შპს „გერგილი” დაარსდა 2002 წელს, როგორც R&S Consulting. ხოლო შემდგომ 2005 წელს კომპანიას შეეცვალა სახელი და დაერქვა შპს “გერგილი”. ამჟამად, შპს “გერგილი” წარმოადგენს ჯანდაცვის, უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის მიმართულებით (HSE) საკონსულტაციო კომპანიას. სერვისები მოიცავს: გარემოსდაცვითი დოკუმენტაციის მომზადებას, გარემოზე ზემოქმედების შეფასების (EIA) მომზადებას საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე მოქმედი სტანდარტების მიხედვით, გარემოზე ზემოქმედების მართვის გეგმის (EMP) მომზადებას, გარემოს აუდიტის (EA) მომზადებასა და პროექტისთვის საჭირო ნებართვებისა და თანხმობების მოპოვებას.

კომპანიას მჭიდრო კავშირი აქვს USAID-ის კონტრაქტორებთან CHF და TetraTech-თან. კომპანიამ ითანამშრომლა ისეთ მნიშვნელოვან კონტრაქტორ ორგანიზაციებთან, როგორებიცაა Ashtrom International Ltd. და Papenburg/Black Sea Group. პროექტის მიზანი იყო სამცხე-ჯავახეთის გზის აღდგენა, რაც დაფინანსებული იყო Millennium Challenge Corporation-ის მიერ. შპს „გერგილი“ უზრუნველყოფდა HSE-მართვის სერვისის მიწოდებას, რომელიც საერთო ჯამში მოიცავდა გარემოს აუდიტს (EA), ველზე გარემოსდაცვითი საკითხების ზედამხედველობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის მისაწოდებელი საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას (Environmental Impact Assessment, HSE Method Statements, Environmental Management Plans, Implementation of HSE Plan, და სხვა.) კომპანია მონაწილეობას იღებს და ახორციელებს სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს ისეთ მსხვილ კლიენთებთან თანამშრომლობით, როგორიცაა: Anaklia Development Consortium (ADC); Clean Energy Group Georgia (Namakhvani HPP); Mestiachala HPP; EBRD-Credit Line Project; Georgian State Electrosystem; Municipal Development Fund; Asian Development Bank (ADB) – Kobuleti- Batumi and Batumi bypass roads..